ვიდეო: ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება და საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ოპოზიციიდან იშხან საღათელიანის განაცხადებით, აქციის მონაწილეები ოთხი მიმართულებით დაიძრნენ.

მისი თქმით, დაუმორჩილებლობის აქციები გაგრძელდება.

მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

გარდა ამისა, 19:00 საათზე საღამოს ოპოზიციის მსვლელობის მონაწილეები მიტინგს გამართავენ ერევანში საფრანგეთის მოედანზე.