ევროვიზია 2022-ის პირველ ნახევარფინალში 10 ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 66-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ ტურინში დღეს გაიმართა.
პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 17 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი გადავიდა. ეს ქვეყნებია: შვეიცარია, სომხეთი, ისლანდია, ლიეტუვა, პორტუგალია, ნორვეგია, საბერძნეთი, უკრაინა, მოლდოვა და ნიდერლანდები.
პირველი ნახევარფინალის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ეთერში 23:00 საათიდან გადაიცემოდა.
წელს ევროფესტივალზე საქართველოს ჯგუფი Circus Mircus წარმოადგენს, რომელიც მეორე ნახევარფინალში 12 მაისს იმღერებს. ჯგუფი Circus Mircus შეასრულებს სიმღერას – Lock Me In.
წყარო: 1tv.ge