”თუ თქვენ გაშფოთებთ ევროპაში ომის პერსპექტივა – ჩვენ ეს საერთოდ არ გვინდა” – ლავროვი დასავლეთს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, მოსკოვს ევროპაში ომის დაწყება არ სურს.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ დასავლეთი რუსეთის დამარცხების აუცილებლობაზე განუწყვეტლივ აპელირებს.

“თუ თქვენ გაშფოთებთ ევროპაში ომის პერსპექტივა – ჩვენ ეს საერთოდ არ გვინდა.

თუმცა, თქვენს ყურადღებას მივმართავ იმ ფაქტისკენ, რომ დასავლეთი განუწყვეტლივ და დაჟინებით იმეორებს, რომ ომში აუცილებელია რუსეთის დამარცხება – დასკვნები თავად გამოიტანეთ”. – თქვა ლავროვმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე.