ჩვენ ეტყობა დაგვავიწყდა რა დროს გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი – 2011 წლის 7 ოქტომბერს, ამ დღეს ვერაფერი დამავიწყებს.
იმ საშინელი კოშმარის დამთავრების ყველანაირი იმედი გადაწურული იყო, ყველაფერი ნაცადი იყო, ყველა ტყვია გასროლილი იყო, ოცნებაც რომ წაგვერთვა. ყველას ეგონა, სანამ ცოცხლები ვიქნებოდით ზოგი მოვკვდებოდით, ზოგი დავრჩებოდით, ეს ვითარება იყო. დიდი ფალოსიდან მოხსნა მთელი საქართველო [ივანიშვილმა]. იმათმაც რომ გაიგეს, იმათი რეაქციებიც მახსოვს და დღევანდელი დღე რომ აიღო – უკრაინა-რუსეთის ომი და საქართველოში მშვიდობა. არავის აძინებს ვინც ჩვენი მტერია შიგნით თუ გარეთ. ეს უნდა გადატეხონ ივანიშვილის სანქციებით და რა გგონიათ ამას გადატეხავთ და ასე მალე დაანგრევთ ქართველი კაცის ნებას და იმ კოშმარულ სიზმარში დავბრუნდეთ სადაც ვიყავით?
ამის შესახებ ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) გადაცემაში “უცნობის კიდობანი” განაცხადა.