სხალთელმა ეპისკოპოსმა, მეუფე სპირიდონმა ქადაგებაზე განაცხადა: “აგერ ახლა, სულ ახლახან რაღაც კითხვარები გამომიგზავნეს ევროკავშირი ჰქვია თუ რაღა ჰქვია.
ფუი, ეშმაკს, ღმერთო მაპატიე. პირდაპირ წერია შიგნით, თუ გინდათ ჩვენთან იყოთო, მუხლებია ჩამოთვლილი, ჰომოსექსუალიზმი უნდა მიიღოთო, ტრანსგენდერობა უნდა მიიღოთო, სქესის შეცვლა უნდა მიიღოთო…
ბავშვი ბიჭი თუ იტყვის, რომ მე გოგო ვარ, ხელი არ შეუშალოთო, გოგოდ უნდა აღიაროთო. თუ არ იქნება საქართველოში სოდომიზაციის და გათახსირების ხელშეწყობაო, ისე არ მიგიღებთო. ჯანდაბამდე გზა გქონიათ, რა გვინდა იმ ხალხთან კაცო.
ამას, რომ ხალხი გაკადრებს, თუ არ „გაპიდარასტდები“, ჩემთან არ დაგინახოთ მოსულიო, ის საქართველოში კი არა, საზღვარზე არ უნდა გადმოუშვა. ეს არის სიმართლე და ვინ უნდა თქვას ეს, თუ არა ჩვენ, სასულიერო პირებმა. ვინ უნდა გამოაფხიზლოს ქვეყანა, თუ არა ჩვენ, სასულიერო პირებმა.
ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგული. საქართველოს დედაღვთისმშობლის გარდა არავინ უშველის. ფეხზე უნდა დავდგეთ ყველა. 17 მაისი მოდის. ყველას მოგიწოდებთ, როგორც სასულიერო პირი, გამოდით, დადექით და თქვენი აღმსარებლობა და პატიოსნება გამოხატეთ.
ერმა თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს. ყველა ერთად უნდა დავდგეთ 17 მაისს, როცა ასეთია მუქარაა საქართველოზე, თორემ სხვანაირად არის საშიში. 17 მაისს ასეთ რამეს ვაპირებთ – ყველა ტაძარში ღამისთევის წირვა ჩატარდება, იმისთვის, რომ ღმერთმა საქართველოდან განაქარვოს ეს სიბილწე, სოდომიზაციის შემოტევა.“