ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიას ეწვია

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს გურიას ეწვია.

მთავრობის მეთაური, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, რეგიონში მის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნობა, ასევე ესტუმრება სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსებულ საწარმოებს.

მთავრობის მეთაური, ლანჩხუთის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.