რუსეთმა აშშ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაში დაადანაშაულა და 13 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა, სადაც ახალ მტკიცებულებებს წარადგენს

რუსეთმა 13 მაისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა მოითხოვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსული მხარე სხდომაზე უკრაინაში ამერიკული ლაბორატორიების საქმიანობის საკითხს დააყენებს.

როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რუსეთი ამერიკულ სამხედრო ბიოლოგიურ პროგრამებზე ახალ მტკიცებულებებს წარადგენს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკის ხელისუფლება და ფარმაცევტული კომპანიები უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შექმნაში დაადანაშაულა.