ამერიკაში ვარაუდობენ, რომ “ფეიკნიუსების” საშუალებით რუსეთში ახალგაზრდობას აამხედრებენ ხელისუფლების წინააღმდეგ

პროპაგანდისტულ სათაურებში და სხვადასხვა სტატიების შინაარსში ვკითხულობთ, რომ ძალიან ცოტა დარჩა უკრაინის გამარჯვებამდე.

ომის დაწყების დღიდან, ამერიკის პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო საინფორმაციო ომში. მათი მთავარი “მესიჯ ბოქსი” და მათი ძირითადი შინაარსი ემყარება იმ ფაქტს, რომ თურმე “კიევის დემოკრატიული ხელისუფლება” უკრაინელ ხალხთან ერთად, ერთიანი და ძლიერი ევროპის მხარდაჭერით უპირისპირდება ბოროტ და “ტოტალიტარულ რეჟიმს” მოსკოვში. პროპაგანდისტულ სათაურებში და სხვადასხვა სტატიების შინაარსში ვკითხულობთ, რომ ძალიან ცოტა დარჩა უკრაინის გამარჯვებამდე და დღეს თუ ხვალ, მოსკოვში “პუტინის რეჟიმი” დაეცემა.

ამასთან ერთად, ამერიკულ დაზვერვასთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოცემები, რუს მოქალაქეებს პუტინის წინააღმდეგ გამოსვლებისკენ მოუწოდებენ. აღნიშნავენ, რომ რეჟიმს მხოლოდ მასშტაბური სამოქალაქო პროტესტით დაამარცხებენ. აუდიტორიაზე გავლენის გაზრდის მიზნით, ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი გავლენის ქვეშ მყოფ მედიას ავალებს, პროპაგანდის გავრცელებისას აქტიურად გამოიყენონ უცენზურო სიტყვები, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები და ვულგარული ფოტოები. მათი პროპაგანდის მთავარ იარაღი ასევე “ფეიკ-ნიუსებიც” გახლავთ, რომელიც მრავლად მოიძებნება, “დემოკრატიის დამცველი” მედიის გვერდებზე. “ფეკ-ნიუსების” ძირითადი მიზანი რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის დეჰუმანიზაცია გახლავთ.

ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ეს მიდგომა ყველაზე ეფექტურია ახალგაზრდებისთვის. ვარაუდობენ, რომ ამ სისულელეების „ტირაჟირებით“ ისინი ქუჩაში გამოვლენ და რუსეთში, დასავლეთისთვის სასარგებლო „ლიბერალურ-დემოკრატიულ“ ცვლილებები დაიწყება.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი