იტალიური გაზეთის „კორიერე დელა სერას“ (Corriere della Sera) მთავარ რედაქტორთან ლუჩიანო ფონტანოსთან საუბრის დროს რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ნატო ნეგატიურ როლს ასრულებს უკრაინის კრიზისის ესკალაციაში. რუსეთის კართან ნატოს ყეფამ გამოიწვია კრემლის რეაქცია.
მთელს მსოფლიოში 1,2 მილიარდი კათოლიკეთა სულიერი მწყემსი, რომ დიდი გავლენით სარგებლობს ლათინურ ამერიკასა და აფრიკის ქვეყნებში, ცნობილი ფაქტია. ისიც ცნობილია, რომ ამ ქვეყნების უდიდესი უმრავლესობა გარკვეული სიმპათიით არის გამსჭვალუნი რუსეთის მიმართ და ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში.
პაპი ფრანცისკეს როლი აშშ-ს დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანია. აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი კათოლიკეა, რაც იშვიათი გამონაკლისია აშშ-ს პრეზიდენტობაში. ბაიდენი, როგორც მასთან დაახლოებულები ამბობენ, ხშირად იმეორებს შემდეგს: „რომის პაპი არის წყარო ყველაფრისა, რაც მან მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე შეიგრძნო მრწამსის შესახებ“.
ნახევარი წლის წინ ბაიდენი შეხვდა და დიდხანს ესაუბრა რომის პაპს ვატიკანში. შეხვედრამ ბაიდენზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და … ნახევარი წლის შემდეგ, ბაიდენისთვის, პაპის ესოდენ არასახარბიელო პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით — „რუსეთის კართან ნატოს ყეფამ, პროვოცირება გაუკეთა უკრაინის კრიზისს“.
ამერიკის პოლიტიკოსთათვის რომ გამაღიზიანებელია ეს გამონათქვამი, გასაკვირი არ არის. მათში არანაკლებ გაღიზიანებას იწვევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში პაპის ნეგატიური პოზიციაც. ამ საქმეში ხომ აშშ-ს ვერვინ შეეცილება?
რომის პაპი — მშვიდობისთვის მებრძოლი, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგია, ფაქტია. და მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს მოსკოვ-კიევს შორის. ის ტელეფონით ელაპარაკა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის; ეწვია ვატიკანთან რუსეთის საელჩოს და გამოხატა სურვილი მოსკოვში ჩასვლისა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად.
გაზეთის რედაქტორთან საუბრის დროს პაპმა თქვა: „ჯერ-ჯერობით კიევში არ მივდივარ. კიევამდე მოსკოვში უნდა ჩავიდე, პუტინთან შესახვედრად. მაგრამ მე მღვდელი ვარ, რა შემიძლია გავაკეთო? ჩემის მხრივ ვაკეთებ ყველაფერს. აი, თუ პუტინი გამიღებს კარს…“
გაიმართება თუ არა რომის პაპისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ „ნატოს ყეფა“ — მოსწრებული ნათქვამი, კარგა ხანს შემორჩება ისტორიას და შესაძლოა მოსკოვის მოლაპარაკების მთავარი მასტიმულირებული გახდეს.
ისრაელისთვის ბომბის გავარდნას გავდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის იტალიური ტელეკომპანიისთვის ნათქვამი: „ზელენსკი აცხადებს — რა დენაციფიკაციაზეა ლაპარაკი, როდესაც ის ებრაელია. შეიძლება ვცდები, მაგრამ ადოლფ ჰიტლერსაც ჰქონდა ებრაული სისხლი. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ბრძენი ებრაელი ხალხი ამბობს, რომ ყველაზე თავდადებული ანტისემიტები, როგორც წესი, ებრაელებია. როგორც ჩვენში ამბობენ — „ოჯახი, მახინჯის გარეშე არ არსებობს“.
მოვიყვან ისრაელის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების აღშფოთებულ გამონათქვამებს. პრემიერ-მინისტრი ნავტალი ბენეტი: „საჭირო არ არის ჰოლოკოსტის თემის გამოყენება პოლიტიკურ ბრძოლაში და ერთმანეთზე თავდასხმებში, ლავროვის სიტყვები არასწორი და მიუღებელია“.
საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი: „ლავროვის ნათქვამი აღმაშფოთებელია და მიუღებელი“.
ფინანსთა მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი: „ლავროვმა ბოდიში უნდა მოიხადოს“.
არის სხვა აღშფოთებული განცხადებებიც. ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ნაცვლად ამისა ვთქვათ ის, რამაც ორი ქვეყნის მეგობრული დამოკიდებულება გააუარესა და დაპირისპირებამდე მიიყვანა.
ეს, უკრაინის კონფლიქტია და ამ კონფლიქტში ისრაელის ხელისუფლების როლი — მკვეთრად გადახრილი უკრაინისკენ. ისრაელის ხელისუფლება, ცხადია ვაშინგტონის ზეწოლით, მხარს უჭერს კიევის ნეონაცისტურ ხელისუფლებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაპიდმა ბუჩას მოვლენას უწოდა სამხედრო დანაშაული, ჩადენილი რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობისადმი — წინასწარი განზრახვით განხორციელებული, ზიანის მომტანი დანაშაული. რუსეთის ყურს არც ასეთი ნათქვამი ესიამოვნა — „რუსეთის უკრაინაში შეჭრას არავითარი გამართლება არ აქვს.“
ანტირუსულია ისრაელის პოზიცია გაეროში. მან რუსეთის საწინააღმდეგო კენჭისყრას დაუჭირა მხარი — რუსეთის დაგმობას, უკრაინაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას.
არადა, ლავროვის განცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსკოვში მოლაპარაკების დროს ლაპიდი დაშაქრული ლაპარაკობდა წითელი არმიის როლზე ფაშიზმზე გამარჯვებაში და ისრაელის სახელმწიფოს შექმნაში საბჭოთა კავშირის უდიდეს წვლილზე.
1947-48 წლებში სტალინმა ყველაფერი იღონა ისრაელის სახელმწიფოს დაარსებისთვის, თუმცა ისრაელმა უღალატა საბჭოეთს და თავიდან ბოლომდე პროდასავლური, პროამერიკული კურსი აირჩია.
ლავროვთან მოლაპარაკების დროს ლაპიდმა თქვა — „ჩვენ, თქვენთან ვალში ვართ. ჩვენ, ის ერი ვართ, ვისაც მეხსიერება არ ღალატობს. ისტორიის არცთუ უბრალო ფურცლები, რომელიც უხვად იყო ჩვენს ურთიერთობაში, უნდა შევეცადოთ გადავფურცლოთ“.
ვერ გადაფურცლეს. და რომ ვერ, ამაში რუსეთის ბრალი არ ჩანს. კრემლი ნაწყენია იმით, რომ ისრაელი ნაკლები კრიტიკულობით უყურებს უკრაინის ნეოფაშიზმს, უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საბჭოთა ჯარისკაცებისა და მხედართმთავრების ძეგლების ნგრევას, უკრაინის ქალაქებში ფაშისტური აღლუმების მოწყობას და ა.შ.
კრემლს არ მოსწონდა უკრაინის ჯარის მიერ დონეცკისა და ლუგანსკისთვის გამოცხადებულ ომში, ისრაელის ხელისუფალთა ინდიფერეტული დამოკიდებულება და სხვა. კრემლის არგუმენტები უსაფუძვლო არ არის. ის თვლის, რომ ზელენსკის ებრაელობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში ნეოფაშიზმს ადგილი არ აქვს.
დიდი ხმაური მოჰყვა გერმანიაში უკრაინის ელჩის მელნიკის განცხადებას კანცლერ შოლცთან დაკავშირებით. მან შოლცს „ღვიძლის ძეხვი“ უწოდა („ливерная колбаса“). საბჭოელებს, უფრო სწორად იმჟამინდელებს კარგად ახსოვთ მდარეხარისხიანი წაგრძელებული, შავი ძეხვი — იაფი და უგემური, რომელსაც არათუ ადამიანი, ძაღლიც არ ჭამდა. აი, ამ ძეხვს შეადარა მელნიკმა კანცლერი შოლცი.
რომ იტყვიან, ახია მასზეო. შოლცი, რომ კანცლერი არ ყოფილიყო და მელნიკი ელჩი, ერთმანეთის გინება არც არავისთვის იქნებოდა გასაკვირი. მაგრამ დღეს ერთი ელჩია, მეორე კი შეურაცხყოფილი კანცლერი. არის თუ არა ელჩის ქცევა მიუღებელი? არათუ მიუღებელი, დაუშვებელიც არის. ელჩის ასეთ ქცევას არ გადავყრივარ დიპლომატიის ისტორიის მრავალსაუკუნოვან ფურცლებზე. არც ჩემს პირად დიპლომატიურ საქმიანობაში შევხვედრივარ ასეთ უზნეობას.
უკრაინელმა არა მარტო დიპლომატიური ეტიკეტი დაარღვია და დაუკრეფავში გადავიდა არადიპლომატიური ლექსიკით, არამედ რანგით მასზე მაღალს მიაყენა შეურაცხყოფა, რაც მიუღებელია არა მარტო დიპლომატიის, არამედ სახელმწიფო სამსახურისთვის.
რა ეკადრება ასეთ დიპლომატს, მითუმეტეს ელჩს? — ქვეყნიდან დაუყოვნებელი გაძევება, პერსონა ნონ გრატად გამოცხადება. მერედა, რას აკეთებს ამ მიმართებით მასპინძელი, ანუ მიმღები მხარე? — არც არაფერს!
შეურაცხყოფილმა შოლცმა, ისე ილაპარაკა, თითქოს ის ყოფილიყო დამნაშავე და არა უკრაინის ელჩი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავხედმა უკრაინამ დაჯაბნა გერმანია, ქვეყანა, რომელიც იარაღს და ფულს არ იშურებს უკრაინისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი სტკიცა გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს მასპინძლობაზე, როდესაც ამ უკანასკნელმა ისურვა ბუჩაში ჩასვლა. „ის, რუსეთთან შეხმატკბილებულად მუშაობდაო“, — ბრძანა ზელენსკიმ, — „ამდენად მისი ჩამოსვლა მიზანშეწონილი არ არისო“.
მელნიკისა არ იყოს, ვერც ზელენსკია თავის ჭკუაზე, თორემ საჯაროდ, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტისთვის ვიზიტზე უარის თქმა მიუღებელია და ვერც ერთი ქვეყნის ისტორიის წიგნში ვერ ამოიკითხვათ მსგავსს, უკრაინისგან განსხვავებით. მაგრამ უკრაინა, რა ქვეყანაა? უკრაინას, რა თავისი ისტორია აქვს?
არც ერთი აქვს და არც მეორე, მაგრამ აქვს ფაშიზმი აყვავებულ—გაფურჩქნული; ჰყავს თავხედი მოხელეები და „დიპლომატები“, ერთიანად უზრდელნი, ცრუნი, უწიგნურნი, სახიფათონი.
მათზე ლაპარაკიც არ ღირს, მაგრამ ვლაპარაკობთ — იქ გერმანიაში, ევროპაში, და აქაც, ანუ საქართველოში. ვლაპარაკობთ მოკრძალებით, თითქოს შიშით, თითქოს დამნაშავის პოზიციიდან და რატომ? — იმიტომ, რომ აშშ-ი უჭერს მხარს უკრაინას.
უკრაინა, აშშ-ს ჯილაა რუსეთთან ომში. უკრაინის გამოყენებით ამერიკა ფიქრობს რუსეთის წაქცევას, მის განადგურებას, როგორც ფრონტზე, ისე ეკონომიკური ბრძოლის ველზე და როდესაც სანუკვარ ოცნებას ვერ ისრულებს, ყველაფერს კადრულობს — სიცრუეს, ავანტიურიზმს, პირად შეურაცხყოფას და ა.შ. რით არის მელნიკის ნათქვამზე ნაკლები ბაიდენის განცხადება პუტინზე, რომ ის მკვლელია?
საქართველოში, დასავლურ ცხოვრებაზე დახარბებულებს, პირზე აკერიათ ევროპული, დასავლური ფასეულობები, რასაც ჰქონდა ადგილი და რაც, არც ერთ ევროპელს აღარ ახსოვს. რაც ახსოვთ და ეთაყვანებიან ერთნაირსქესიანთა ქორწილია, გეი-პარადებია, ბავშვთა მიერ სქესის ამორჩევაა და სხვა მრავალი ანტიჰუმანური გამოვლინებებისადმი თაყვანისცემა, ამასთანავე უყოყმანო მორჩილება ყველაფერი იმისადმი, რაც აშშ-დან მოდის.
საყურადღებოა გერმანელზე გათხოვილი რუსი ქალბატონის მოსაზრება მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ის, დიდი ხანია ცხოვრობს გერმანიაში. აი, რას ამბობს ეს ქალბატონი: „გერმანიაში ჩაკლეს ინიციატივის უნარი, ფანტაზია. გერმანელი, სამგვერდიანი ინსტრუქციის გაცნობის გარეშე, ელექტროჩაიდანს არ მიეკარება. ზედმიწევნით ჩაკირკიტებს გადასახადებს, ვერ იცხოვრებს სარეცხის მანქანის გარეშე. გერმანელებს სჯერათ თავიანთი და ამერიკული მედიის, მთავრობების. მათ ეშინიათ ყოველივე პირადულის, ცოლებთანაც საქმიანი ურთიერთობა აქვთ — საქორწინო ხელშეკრულების გათვალისწინებით. ისინი გაუნათლებლები არიან. გიმნაზიადამთავრებულებმაც კი არ იციან თავიანთი ქვეყნის დედაქალაქის სახელი. დონბასის შესახებ მათ არაფერი გაუგიათ, მაგრამ მზად არიან წავიდნენ უკრაინის დასაცავად.
გერმანელთა ამ დახასიათებას დავუმატებდი იმასაც, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, რუსეთის მიმართ ისინი არ გამოხატავდნენ, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ანტაგონიზმს. რატომ, რა იყო მიზეზი?
მარტივი რამ. მათ ისე, როგორც მათ მეზობელ ევროპელებს ეშინოდათ საბჭოთა კავშირის.
შიშით, კოლექტიური დასავლეთი არც ისტორიის გადაწერაზე ღაღადებდა და არც ფაშიზმზე გამარჯვებული წითელი არმიის მეომრების ძეგლებს ანგრევდა.
მაშინ, გამარჯვებული წერდა ისტორიას. დღეს? — დღეს, დამარცხებული, შეურაცხყოფილი (ასე თვლის ის) ცდილობს ისტორიის გადაწერას. ფაშიზმისა და სტალინიზმის ერთ სიბრტყეზე დაყენებას. ამ საქმეში დიდი წვლილი შეჰქონდათ და შეაქვთ თვით რუს პოლიტიკოსებს, ისტორიკოსებს, ანტისტალინისტებს, ლიბერალებს.
საბჭოთა სისტემას წყალი ავადსახსენებელმა ნიკიტა ხრუშჩოვმა შეუყენა. მის მიერ წამოწყებულმა ანტისტალინურმა ფართოდ გაშლილმა იდეოლოგიურმა ფრონტმა დააკნინა საბჭოური იდეოლოგია, გამოიწვია სერიოზული დაპირისპირება მსოფლიოს სოციალისტურ მოძრაობაში, მტრებად აქცია სსრკ—ჩინეთი და ა.შ.
შედეგს დღეს იმკის რუსეთი და არა მარტო ის, არამედ კაცობრიობა, კოლექტიური ევროპა, რომელმაც მეტოქე რუსეთის შესაჩერებლად ნეონაციზმს მიაგნო და ააღორძინა იქ, სადაც ამის ნოყიერი ნიადაგი იყო. ასეთი ბანდერული უკრაინა გამოდგა.
უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ანალოგიური პროცესის წამოწყების სურვილმა ათქმევინა დასავლეთს, რომ რუსეთი უკრაინას არ დასჯერდება და საქართველო-მოლდოვას მიადგება. მიზანი პუტინისა არის საბჭოთა კავშირის აღდგენაო.
ამ ავადმყოფურ ლოზუნგს აქაურებიც ეხმიანებიან და თავდაცვის მიზნით, რუსეთზე იერიშის მიტანის ინიციატივით გამოდიან, მაგალითად რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
ისე, როგორც არასდროს, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს გაუჩნდა შანსი რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებისა, რაც ხელიდან არ უნდა გავუშვათ.
ვეთანხმები ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ორთა კავშირისთვის საჭიროა: „ერთობლივი საწარმოების შექმნისთვის ხელშეწყობა; ერთობლივი ბანკის შექმნა, რომელიც რუსეთის მიმართულებით იმოქმედებს და რომელსაც დასავლური შეზღუდვებისგან იმუნიტეტი ექნება. …“
რუსეთ—უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ სხვა სამყარო იქნება, რომელშიც რუსეთის როლი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე დღეს, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია საქართველოს პოლიტიკოსთა მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპის შემყურე მაჩანჩალა ქვეყნის სტატუსს თავიდან ვერ ავიცილებთ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი