“თუ სექსუალური უმცირესობის და ნარკომომხმარებელთა უფლებების დაცვა თანამედროვეობაა და ხორცის გართობით გაბრწყინდება იბერია, მირჩევნია ჩამორჩენილი ვიყო ასეთ ქვეყანაში!…”

იქნებ მე ჩამოვრჩი ცხოვრებას და რაღაცა არ მესმის?!…
რას ნიშნავას სექსუალურ უმცირესობათა და ნარკო მომხმარებელთა უფლებების დაცვა, იქნებ ამიხსნას ვინმემ?…

თუ ქრისტიანად ხარ მონათლული, არა ხარ ვალდებული შენი სულიერი მოვალეობა იცოდე და რჯულის კანონის მოთხოვნებს ექვემდებარებოდე?..
ან კიდევ, ხელისუფლებაში ჯვარდაკიდებულებს რომ ფეხებზე კიდიათ ქრისტეს კანონი და ფორმით რომ ქრისტეს კანონებს იცავენ და შინაარსით საკუთარი კანონების ჭკუაზე რომ დადიან, ეს არის ჭეშმარიტი საქართველო და ჭეშმარიტი ქართველობა?..
თუ ქრისტიანი ხარ და ჯვარი გიკეთია, თუ ტაძარში დადიხარ შე კაი დედ-მამის შვილო, ის კი მაინც უნდა იცოდე, რომ ადამიანებს, რომელსაც ჩვენ სექსუალურ უმცირესობას ან ნარკომომხმარებელს ვუწოდებთ, ეკლესია ჩვენი, სოდომურ და გომორულ ცოდვაში მოიხსენიებს…
როდესაც ქრისტეს ქადაგებიდან 20 საუკუნეა გასული და უამრავი სისხლი დაიღვარა ქრისტეს იდეოლოგია ქართველი კაცის სულის ნაწილი რომ გამხდარიყო, გვიხდება იმის გარკვევა და მტკიცება, რომ ცოდვა რა არის და მადლი კიდევ რა, რა იწვევს ერის დაცემას და გადაგვარებას და რა მის წინ სვლას, ეშმაკი როდესაც ადამიანის სულს ებღაუჭება, ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს ერი?!.
ვაი სირცხვილო!…
ან პავლე უნდა იყო, ან სავლე, ხომ?..
შეიძლება სხვა რომელიმე სახელმწიფოში ეს დასაშვები იყოს და ქვა უხლიათ თავში თუ დაუშვებენ, მაგრამ იქნებ ვინმემ გააკეთოს განცხადება რა მოვლენაა ეს – სექსუალური უმცირესობა – რა სპორტია ეს, რომ საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზაცია მოვახდინოთ – რატომ უნდა ერთობოდეს მკერდზე ჯვარდაკიდებული მოზარდია ეს თუ ხანშიშესული ღამის კლუბებში, სადაც სოდომ-გომორული ცოდვების კორიანტელია?…
როდის იყო საქართველოში ერი თხოულობდა ნარკომომხმარებელთა და მეტრაკეების ინტერესების დაცვას, ან კიდევ მამაკაცები ერთმანეთთან ”ზასაობენ” და ქალები შიშვლები ხალხის თვალწინ ხორცს ირთობენ და ერი ამ დროს იმაზე მსჯელობს, ”გააპრავოს” თუ არა ეს ყველაფერი, მისცეს თუ არა ამას ყველაფერს კანონიერი ძალა?!.
სად იყურები ერის ნაღებო ელიტავ, ეკლესიავ, ხელისუფლებავ, მწერლებო, პოეტებო, საზოგადო მოღვაწეებო, პედაგოგებო,კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებო და სხვებო?..
თფუ, მართლა შენ, დღევანდელო საქართველოვ, ფურთხის ღირსი ხარ რომ სწორედ!.
რა გახდა ერთხელ და სამუდამოდ ერმა თავისი სეფე სიტყვა რომ თქვას და წერტილი დაუსვას ამ უმსგავსოებას!.
თუ ქვეყნის კანონით ბოზობა აკრძალულია – კანონი რატომ არ კრძალავს ჩემის აზრით უფრო უარესს?…
თუ ამ მოვლენას კანონი დაიცავს, მაშინ ერთი წარმოიდგინეთ ქვეყანაში რა მოხდება…
როგორ შეიძლება ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, რადგან მე არ მახასიათებს ასეთი სიტყვების წარმოთქმა – ქრისტიანულ სახელმწიფოში, მეტრაკეობის და ნარკომომხმარებლების უფლებების დაცვას გვთავაზობს ხელისუფლება, ანუ მართლმადიდებულ სახელმწიფოში ცოდვის “გაპრავებას”…
კი ბატონო, იქნებ ვინმემ დამიმტკიცოს რომ ამ სენით შეპყრობილი ადამიანების მდგომარეობას ეკლესიურად ცოდვა არ ეწოდება და მე ხმას არ ამოვიღებ საერთოდ…
აი, რა მოგვიტანა ევროპულობის და ამერიკელობის ძახილმა… მალე აფთიაქებში მარიხუანა და ჰეროინი გაიყიდება და მერე ნატოშიც მიგვიღებენ და ევროკავშირშიც – სანამდე უნდა ვუგოროთ სოროსის და მის მსგავსთა ამბიციებს და ევროამერიკულ დემორატიას…
ვითომ რა, ნარკომომხმარებელთა ინტერესები რომ არ დავიცვათ და ერთსქესიანთა ორგიებს სანთელი რომ არ დავუნთოთ, ნატოში და ევროკავშირში არ მიგვიღებენ, თუ მსოფლიო ბანკი დაღეჭილ ლუკმას არ ჩაგვიდებს ხახაში?
ვაი ჩვენს პატრონს!…
რა ტყუილა შეაკლეს თავი ჩვენმა წინაპარმა მეფეებმა და და საზოგადო მოღვაწეებმა ეროვნული ღირებულებებისათვის ბრძოლას?…
მალე ალბათ სექსუალური უმცირესობის სადღეგრძელოებიის დალევა აუცილებელი გახდება ქართულ სუფრაზე და მაღალ ქუსლებზე მოსიარულე ყმაწვილები, მშობლების სასახელო შვილებად ჩაითვლებიან…
აზრზე მოდით ქართველებო, აზრზე სანამ დროა, თუ არა სისხლის სუნი ტრიალებს უკვე საქართველოში!…
მე იქნებ ჩამოვრჩი ცხოვრებას, მაგრამ თუ სექსუალური უმცირესობისა ან ნარკომომხმარებელთა უფლებების დაცვა თანამედროვეობაა, ან კიდევ ბოზობა ჩვეულებრივი მოვლენაა და ხორცის გართობით გაბრწყინდება იბერია, მაშინ მე მირჩევნია ჩამორჩენილი ვიყო ასეთ ქვეყანაში!…

თეიმურაზ კვარაცხელია, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი