არცერთ დონეზე, მსგავსი განცხადება, მზაობა, ჭორის დონეზეც არ გამიგია, რომ პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზადაა

არცერთ დონეზე, მსგავსი განცხადება, მზაობა, ჭორის დონეზეც არ გამიგია, რომ პოლონეთი მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზადაა.

ეს არის რაღაც ყურით მოთრეული, თითიდან გამოწოვილი რაღაც სისულელე, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ესეთ რამეს დავაკვირდი, ტყუილს რომ იმეორებენ, ეს ტყუილი შემდეგ თვითონაც სჯერათ. ალბათ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პოლონეთში ნამდვილად ვიცი რა განწყობებია და ეს უკვე ცალკე თემაა. შორს წაგვიყვანს ამაზე საუბარი“, – განაცხადა გამსახურდიამ.