“უსამართლობაა 3 წელი და 6 თვე იმ დანაშაულებისთვის, რაც მას აქვს ჩადენილი. მაგრამ, არაფერს – სჯობს” – მაია ელოშვილი

უსამართლობაა 3 წელი და 6 თვე იმ დანაშაულებისთვის, რაც მას აქვს ჩადენილი.
მაგრამ, არაფერს – სჯობს.
“სამართალი ურმით დადის”…

პროკურორმა გვარამიამ, რაც შეეძლო, ცდა არ დააკლო სისხლის სამართლის საქმეების ფალსიფიცირებას და უდანაშაულო ადამიანების გამწარებას. რეჟისურაშიც სცადა ბედი. ფილმი “ნოემბრიდან ნოემბრამდე” გადაიღო, სადაც თითქმის მთელ პოლიტიკურ სპექტრს, რუსეთის აგენტობაში დასდო ბრალი. მათ შორის, ჩემს მეუღლესაც. ახლა, ამ ფილმის გმირების ნაწილი (ძმები ბერძენიშვილები, ირაკლი ოქრუაშვილი, ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და სხვ.) “პროდასავლელები” და გვარამიას თანამოაზრეები არიან.
“ჟურნალისტმა” გვარამიამ ყველაფერი იკადრა, ჭრა და კერა ასეულობით ყალბი ამბავი და სიუჟეტი. ნემსის ყუნწში გაძვრა, რომ მის პატიმრობას “თავისუფალი სიტყვის დევნა” დაერქვას. დღეიდან, ამაზე ლომჯარია პირადად იზრუნებს. ერთით მეტი “საზრუნავი” გაუჩნდა ნაცომბუდსმენს.
❌ გვარამიას ანგარიშზე, ხელისუფლების ძალადობით დამხობის ათეულობით სცენარის თანაავტორობა და მცდელობაა. მტკიცებულებები სახეზეა, თუმცა არც მას და არც სააკაშვილს დღემდე ბრალი არა აქვთ წაყენებული.
პატიმარ გვარამიას შეშფოთებულ-აღშფოთებული კოლეგები, პარტაქტივისტები და მათი ლობისტები ახალ სპექტაკლს შემოგვთავაზებენ და შეეცდებიან, რომ ის პრეზიდენტმა შეიწყალოს.
საზოგადოების უმრავლესობა, ქალბატონ სალომესგან ველოდებით:
“არა და არასოდეს!”

Возможно, это изображение 1 человек и в помещении
მაია ელოშვილი, ემიგრანტი; სოციალური ქსელი