სოციალურმა პლატფორმა Twitter-მა ამერიკელი “რესპუბლიკელი” კონგრესმენის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.
როგორც BBC-ი წერს, კონგრესმენის დაბლოკვის მიზეზი მისი პოსტი გახდა, სადაც საუბარია, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა.
სოციალურ ქსელის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ გრინმა “ტელეგრამზე“ დაწერა, რომ – “ტვიტერი ამერიკის და სიმართლის მტერია და ის კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებას და რეალური ფაქტების დამალვას უბრალოდ ვეღარ შეძლებს!”.
კომპანიაში კი აცხადებენ, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ანგარიშის დაბლოკვის მიზეზი კორონავირუსის პანდემიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციაა, რომელიც საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანს.
წყარო: primetime.ge