სინამდვილეში კი, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, იმ შეერთებით რუსეთმა საქართველო გაქრობას გადაარჩინა…

სად ერეკლე, სად ეს …
ლევან ბერძენიშვილი რომ არაკაცი და ქართველთმოძულეა, ეს არახალია – ვინც იცის, ისედაც იცის, ვინც აქამდე ვერ გაიგო, აწი რაღას გაიგებს?!…
რატომ გაუკვირდა ვინმეს, რომ მეფე ერეკლე შეაფასა უარყოფითად?! დადებითად რომ შეეფასებინა, გასაკვირი ის იქნებოდა…

განა მანამდე არ დაიწუნა ილია ჭავჭავაძე – ცუდი პოეტი იყოო და მისი სურათი ეროვნული ბიბლიოთეკიდან მაგან არ გაიტანა, როცა მის დირექტორად დანიშნეს?!
ყველაზე პატრიოტული და სამშობლოს სიყვარულით გადაჯერებული „ყვარელის მთებს“ არ მოწონებია თურმე…
მერე იყო და ლადო ასათიანის უკვდავი სტრიქონები: „ჰეი, თქვენ – არაგველებო, გაუმაძრარნო ომითა“ – გამოაცხადა მკვდრადშობილად…
სტრიქონები, რომელიც ავტორის გარდაცვალებიდან 80 წლის შემდეგაც კი თითოეულ ქართველს გულის ფიცარზე აქვს ამოტვიფრული…
ამოტვიფრული კი აქვთ, თუმცა, მათ შორისაც არიან ისეთები, თავად ლევან ბერძენიშვილის „შემოქმედებისადმი“ სიყვარულსაც რომ ვერ ელევიან…
ფეისბუკზე მომიკრავს თვალი, – ერთი კეთილშობილი მასწავლებელი თავის მოსწავლეებს საზაფხულო არდადეგებზე მითითებას რომ აძლევდა – ლევენ ბერძენიშვილის შემოქმედებას ჩაუჯექით და გადააბულბულეთ, ამის გარეშე კაპიკი იქნება თქვენი ფასიო…
ეს ისე, – სიტყვამ მოიტანა… იმედია, ის მასწავლებელი აქამდე არ ჩაყვება ჩემს ტექსტს და არ გამინაწყენდება…
ეხლა მთავარი სათქმელი: ეს პოსტი ლევან ბერძენიშვილის საკრიტიკოდ არ დამიწერია – უფრო პირიქით: უფრო თანმიმდევრულადაც კი გამოიყურება იმათთან შედარებით, ვინც აღაშფოთა ლევან ბერძენიშვილის დასკვნამ – მეფე ერეკლე მოღალატე იყოო და არა მისმა არგუმენტმა – რადგან ის ავადხსენებული ტრაქტატი და, ზოგადად, საქართველოს რუსეთთან შეერთება (მათი აზრით, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა) უარყოფითი მოვლენა იყო და შედეგებიც უარყოფითი მოიტანაო…
არგუმენტს ვერავინ უბედავს შეკამათებას – კიო, არცერთ დამპყრობს ისე არ დაუქცევია საქართველო, როგორც ეს რუსეთმა გააკეთაო…
აბა ლევანბერძენიშვილს რაღას ერჩით?! თუკი რუსეთმა საქართველო დააქცია (ვინც ასე ფიქრობს) და რუსეთთან მეფეერეკლემ დაგვაკავშირა, მართალი ყოფილა ის არაკაცი (იმდენი მისი ასე და ისე!)…
სინამდვილეში კი, ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით, იმ შეერთებით რუსეთმა საქართველო გაქრობას გადაარჩინა…
გაქრებოდა ისევე, როგორც თურქეთის მხარეს მოყოლილი საქართველო გაქრა და აღარ არსებობს…
აღარ არსებობს როგორც საქართველო, თორემ ვინმე იქნება ქართვლადაც კი თვლიდეს თავს…
თავს თვლიდეს ქართველად, თუმცა, პრეზიდენტიც რომ იყოს (მაგ. ერდოღანი), ქართული საქმის კეთების ყოველგვარ შესაძლებლობას მაინც მაინც მოკლებული იქნება…
ერთი სიტყვით, იმ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით, რომელზეც მე ხელი მიმიწვდება, რუსეთთან შეერთებით საქართველო გადარჩა და მადლობა ამისთვის რუსეთს!
ნუ გადამერევით: ასევე ფიქრობდა ჩვენი დიდი ილია საქართველოს რუსეთთან შეერთების ასი წლისთავზე და მიუძღვნა კიდეც სამადლობელი წერილი: „ასი წლის შემდეგ“.
მას ჩვენს თანამედროვეებზე მეტი ინფორმაცია ჰქონდა ამის შესახებ, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო ახლოს იყო იმ დროსთან…
კიდევ უფრო ახლოს იყო კიდევ ერთი დიდი პოეტი – ნიკოლოზ ბარათაშვილი…
მიუხედავად იმისა, რომ მისი ბედი ვერ წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო, საქართველოს რუსეთან შეერთებას მაინც პროგრესულ მოვლენად აღიქვამდა:
“თაყვანსვსცემ შენსა ნაანდერძებს, წინასწარად თქმულს!
გახსოვს, სიკვდილის ჟამს რომ უთხარ ქართლს დაობლებულს?
აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი
და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი“.
(ნ. ბარათაშვილი – „საფლავი მეფისა ირაკლისა“)…
კიდევ მრავალი და მრავალი არგუმენტი შემიძლია მოვიყვანო ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრების გასამაგრებლად, თუმცა, არ მგონია, ამის საჭიროება დადგეს…
ბევრი ვერ ბედავს ამ თემაზე ხმამაღა აზრის გამოთქმას…
მეც ვერიდები ხოლმე და თუ გავბედე, იმის იმედად, რომ ჩემს ნააზრევს აქამდე არავინ ჩაყვება.

სპირიდონ მაღრაძე; სოციალური ქსელი