თქვენს ქვეყანაში იგივე დანაშაული რომ ჩაიდინოს ვინმემ, ექნებოდა თუ არა ინდულგენცია რომ ის ჟურნალისტია?- ზარქუა დასავლეთს 

თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაიდინოს, ნებისმიერმა ადამიანმა, ექნებოდა თუ არა ინდულგენცია რომ ის ჟურნალისტია?, – ასე მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ დასავლელ პარტნიორებს.

მისივე თქმით, ამერიკასა და ევროპაში ბევრი ასეთი მაგალითია.

“მე მივმართავ ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის გულშემატკივარს, მათ შორის ევროპარლამენტარებს, სენატის წარმომადგენლებს, ყველას. თქვენს ქვეყანაში ანალოგიური დანაშაული რომ ჩაიდინოს, ნებისმიერმა ადამიანმა, ექნებოდა თუ არა ინდულგენცია რომ ის არის ჟურნალისტი ან მედიის ხელმძღვანელია.

7 მილიონს რომ გაფლანგავდა რომელიმე კერძო კომპანიის თქვენ მერე გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. არაერთი მაგალითია, ევროპასა და ამერიკაში, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ ეს მედიაზე პოლიტიკური ზეწოლაა?!”,- ამბობს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.