საპარლამენტო ოპოზიცია ვიდრე არ გაემიჯნება „ომის პარტიას“, ცარიელი დღის წესრიგით ან დღის წესრიგის გარეშე იქნება

გურამ მაჭარაშვილი – საპარლამენტო ოპოზიცია ვიდრე არ გაემიჯნება „ომის პარტიას“, ცარიელი დღის წესრიგით ან დღის წესრიგის გარეშე იქნება.

საპარლამენტო ოპოზიცია ვიდრე თავიდან ბოლომდე არ გაემიჯნება „ომის პარტიას“, ცარიელი დღის წესრიგით ან დღის წესრიგის გარეშე იქნება – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ოპოზიციას სამოქმედო გეგმა, არ აქვს, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიციაში სერიოზული პრობლემაა.

– “ოპოზიციას რომ სამოქმედო გეგმა არც აქამდე ჰქონდა და ვერც ახლა აყალიბებს, ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიები „ომის პარტიისგან“ დამოუკიდებელ სპექტრად ვერ ჩამოყალიბდნენ. როცა გინდა, ნეიტრალურ ძალად ჩამოყალიბდე და „ომის პარტიის“ რიტორიკის გამგრძელებელი არ იყო, მაშინ მის რიტორიკაზე არ უნდა დაჯდე. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის პრობლემაც ესაა. ოპოზიციას გეგმა რომ არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციაში სერიოზული პრობლემაა, რაც ქვეყნისთვისაც პრობლემაა. ვიდრე საპარლამენტო ოპოზიცია თავიდან ბოლომდე არ გაემიჯნება „ომის პარტიას“, სულ იქნება ცარიელი დღის წესრიგით ან უდღისწესრიგოდ, რადგან „ომის პარტიის“ მიზანი ქვეყანაში არეულობაა. ამ პარტიაში პრობლემაა და მათგან დანარჩენი ოპოზიცია რაც უფრო მალე გაიმიჯნება, მით მეტი შანსი ექნებათ, 2024 წლამდე რაღაც რეიტინგი ჰქონდეთ“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

წყარო: ptn.ge