თბილისის საკრებულოში მუზეუმების გაერთიანების დიზაინერები დაჯილდოვდნენ

ქართული სამუზეუმო კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მუზეუმების გაერთიანების დიზაინერები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება თბილისის საკრებულოში გაიმართა.

გიორგი ტყემალაძემ და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ სპეციალური სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები სამ დიზაინერს გადაეცა. ასევე მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ოთხი საჯარო სკოლის უფროსკლასელმა მოსწავლეებმა კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს.