ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სამშაბათს „ახალი დაავადების“ 262 270 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა, თუმცა ფხენიანი არ აკონკრეტებს რამდენ მათგანს დაუდგინდა კორონავირუსი. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 1,98 მილიონს მიაღწია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კარანტინში მყოფ 740 160 ადამიანზე. ამასთან, ფხენიანმა ჯანმოს წინადადებას დახმარების შესახებ ამ დრომდე არ უპასუხა. თუმცა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეას არ აქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, რათა კოვიდით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა დაადგინონ.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩრდილოეთ კორეაში 12 მაისს დაფიქსირდა.