ერდოღანი: “თურქეთი რუსეთთან ურთიერთობას ვერ გაწყვეტს”

“თურქეთი რუსეთთან ურთიერთობას ვერ გაწყვეტს”, – ამის შესახებ  РИА НОВОСТИ-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, აგრძელებს სატელეფონო კომუნიკაციას როგორც რუსეთის, ისე უკრაინის პრეზიდენტებთან.

“არ ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას არც ბატონ პუტინთან და არც ბატონ ზელენსკისთან. ვაგრძელებ სატელეფონო დიპლომატიას ორივე მათგანთან. მოსკოვსა და კიევში ჩემი სპეციალური წარმომადგენელი გავგზავნე. ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, ახალი მსოფლიო ომი არავის არ აწყობს”, – აცხადებს ერდოღანი.