გერმანიის კანცლერის ინფორმაციით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება „თვეების ან რამდენიმე წლის ამბავი არ არის“

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში „არ არის თვეების ან რამდენიმე წლის ამბავი“. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. გერმანიის კანცლერმა მიუთითა, რომ უკარაინამ ამ მიმართლებით საკუთარ მიზანს ბევრად ადრე შეიძლება მიაღწიოს.

გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა დაიწყოს „სოლიდარობის ფონდის მომზადება“ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეკონსტრუქციის პროცესის მხარდასაჭერად.

ამასთან, ნატოზე საუბრისას ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რაც ალიანსს „კონფლიქტის მხარედ აქცევს“.