ჯო ბაიდენი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ხვდება

ჯო ბაიდენი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ხვდება.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს თეთრ სახლში ხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი ქვეყნების მიერ, ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებას მოჰყვა, რაზეც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს.

მათივე ინფორმაციით, ლიდერებს შორის თეთრი სახლის კაბინეტში დაგეგმილია შეხვედრა, რის შემდეგაც ისინი ვარდების ბაღში მიმართვას გააკეთებენ.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”