ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა, ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვა:
“ივანიშვილის რეჟიმის დროს ლევან მამალაძის საქართველოში დაბრუნება არის ლოგიკური, მანამდე დაბრუნდა კვიციანიც. ეს არის პუტინისტური რეჟიმი და ეს ადამიანები არიან მათი მოკავშირეები. შევარდნაძის დროს მამალაძე იყო კორუფციის სიმბოლო, ხოლო დღეს ეს ადამიანი შეიწყალეს და დააბრუნეს საქართველოში, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილის რეჟიმიც კორუფციულია, მამალაძე არის მათი სხეულის ნაწილი.”