ჟურნალისტი გოგოა, მე ვერ დავარიგებ, რა უნდა ილაპარაკოს – რამაზ ნოზაძე

რამაზს ნოზაძემ “პრაიმთაიმთან” მეუღლეზე, ხატია სიჭინავაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის კარგი დედაა. ნოზაძე სიჭინავას საქმიანობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მის მეუღლემ უკეთ იცის რაზე უნდა ისაუბროს.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოქმედებს თუ არა ხატიას გარშემო პერიოდულად ატეხილი ხმაური და მისი ბულინგი? ნოზაძე პასუხობს:

“ხანდახან რაღაცას ვეტყვი, მაგრამ ჩემი საქმე არ არის. ჟურნალისტი გოგოა, მე ვერ დავარიგებ, რა უნდა ილაპარაკოს. პირიქით, შეიძლება აქეთ მომცეს რჩევა, ტელევიზიით, რა როგორ ვთქვა.

ადრე ნერვები ეშლებოდა. მე ვურჩიე, არ წაიკითხო-მეთქი. თუ მათ დონემდე დახვალ, არ ყოფილხარ მაგარი ჟურნალისტი-მეთქი, ვუთხარი. ყველას რომ გავეკიდოთ, სადამდე წავალთ. თუ ვინმეს პირადად უნდა შეხვედრა, მოვიდეს, არაფერსაც არ დავაკლებ (იცინის).