საუბარია პირველ რიგში ლუგანსკის რესპუბლიკის მიმართულებაზე. დაბა პოპასნაიას აღება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ტყუილად არ იცავდნენ ამ ადგილს ასე გააფთრებით უკრაინული შეიარაღებული ძალები.
სურათზე: ფრონტის აქტუალური მდგომარეობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოპასნაიას მიდამოებში.
პოპასნაიაში დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამაგრებული უბნის დაცემიდან 10 დღის შემდეგ, მოკავშირეთა ძალებმა მტრის თავდაცვა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გაარღვიეს. უკრაინის ფრონტმა ნგრევა დაიწყო.
ინტერნეტში პოპასნაიადან დაწყებულ შეტევებს, რუკაზე მიღებული ფორმიდან გამომდინარე, “პოპასნაიას გახსნილი ყვავილი” უწოდეს: და თუ რუკას დააკვირდებით, ეს მართალია. თუკი ზაპოროჟიეს, ლიმანისა და იზიუმის მახლობლად, ფრონტზე რუსული წარმატებები დროებით შეჩერდა, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დასავლეთით, მათი მოწინააღმდეგე უკრაინელების ზღუდეები ერთმანეთის მიყოლებით იშლება.
პოპასნაიას გაწმენდის შემდეგ, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” შემტევმა ჯგუფებმა განაგრძეს შეტევა სოლედარის მიმართულებით, დასავლეთისკენ. ტრიპოლიესთან მოახვიეს რა ბრძლები უკრაინის თავდაცვის ნაწილებს, “მუსიკოსებმა” გზა გაუხსნეს მოკავშირეებს ვლადიმიროვკასკენ.
საჰაერო-სადესანტო ძალების რუსულმა ნაწილებმა 19 მაისის დილისთვის მოახერხეს ტრიპოლიეს შემოვლა და ვლადიმიროვკის აღება. საღამოსთვის ტრიპოლიეც დაეცა: იქ “ვაგნერული” „ორკესტრის“ მოწინავე ჯგუფები შევიდნენ.
გზატკეცილი ბახმუტ (არტემოვსკი) – ლისიჩანსკი მოკავშირეთა ძალების ცეცხლით არის გადაკვეთილი. სოლედარი სამი კილომეტრითაა დაშორებული.
ლისიჩანსკი-სევეროდონეცკი-რუბიჟნოიეს აგლომერაციაში უკრ. შეიარაღებული ძალების დაჯგუფების ძირითადი მომარაგების მარშრუტზე სრული კონტროლის დასამყარებლად, მოკავშირეთა ძალებს მოუწევთ გამაგრებული პოზიციების დაკავება დომინანტურ სიმაღლეებზე ვლადიმეროვკასა და ტრიპილიეს ჩრდილოეთით.
ამის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგების ერთადერთი გზა იქნება ლისიჩანსკი-სევერსკის გზა, რომელიც გადის სევერსკის დონეცის აღმოსავლეთ სანაპიროდან.
“ვაგნერის” შეტევის კიდევ ერთი მიმართულება არის სამხრეთი, ტროიცკისკენ. თუ 2015 წელს ამ გამაგრებული ტერიტორიის აღება ვერ მოხერხდა დებალცევოსთვის ბრძოლების დროს, 2022 წლის 19 მაისს დასახლება დაეცა.
პოპასნაიას ჩრდილოეთით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მიიწევენ წინ. სასტიკი ბრძოლა დაიწყო კამიშევახის სამხრეთით. უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული ტერიტორიის დასავლეთიდან შემოვლით, რუსულმა ნაწილებმა აიღეს პატარა სოფელი ვიქტოროვკა, დაიკავეს კამიშევახის სარკინიგზო სადგური და განაგრძეს შეტევა ჩრდილოეთით. კამიშევახა მოაქციეს ნახევარწრეში, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ჩრდილოეთით გადაადგილება და ვრუბოვკაში შესვლა, სადაც ახლა მიმდინარეობს წმენდა.
19 მაისის ბოლოსთვის რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა პოპასნაიას მხრიდან გადაჭრეს გზა სოლედარამდე, ლისიჩანსკის გზა ტოშკოვკაში ლუგანსკის რესპუბლიკის სახალხო მილიციამ გადაჭრა. ლუგანსკელები ტოშკოვკასა და ორეხოვოდან უტევენ მტრის პოზიციებს გორსკისა და ზოლოტოეში, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ნაყავენ კამიშევახის სამხრეთით.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჯერ კიდევ შეუძლიათ გორსკიდან ბილიკებით გამოსვლა და მინდვრების გავლით ლისიჩანსკის მიმართულებით გადაადგილება. ახლა, ბრძოლის კერაში, წნეხი მიდის უკრაინის შეიარაღებული ძალების ბოლო რეზერვებზე: ტერიტორიული თავდაცვის რაზმებზე დასავლეთ უკრაინიდან, იზიუმის მისადგომებიდან გადმოსროლილ ძალებსა და 24-ე მექანიზებული ბრიგადის ნარჩენებზე, რომლებმაც ადრე დაიხიეს პოპასნადან.
პოპასნაიას ქვაბის სრულფასოვანი დახურვის შემთხვევაში, 5-დან 8 ათასამდე უკრაინელი სამხედრო გარშემორტყმული იქნება.
წყარო: კომპეტენტური და ერთ-ერთი ყველაზე უფრო ობიექტური ტელეგრამ-არხი “Рыбарь”