დავითულიანი – ივანიშვილი არც ოლიგარქია და არც რუსი, პოდოლიაკი ცხვირს ნუ ყოფს სხვის საქმეში!

დავითულიანი: ივანიშვილი არც ოლიგარქია და არც რუსი, პოდოლიაკი ცხვირს ნუ ყოფს სხვის საქმეში!

რუს ოლიგარქებს სანქციებს დაუწესებენ თუ არა, ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს და ვინც ჩათვალა საჭიროდ, უკვე დაუწესა და ალბათ, მომავალშიც დაუწესებს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც ოლიგარქია და მითუმეტეს – არც რუსი. აქედან გამომდინარე, პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ჰყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში, ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს იმაში, რაც მას საერთოდ არ ეკითხება და მისი საქმე არ არის.

წყარო: newposts.ge