ქადაგიშვილი კრამონზე: “ვერ მოითმინა და დაიწყო ისევ ომის პარტიის ტექსტით ლაპარაკი”.
ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ირაკლი კობახიძეს უპასუხა.
ქადაგიშვილი ამბობს, რომ კრამონმა “ვერ მოითმინა” და “ომის პარტიის” ტექსტებით დაიწყო საუბარი.
“ვერ მოითმინა ქალბატონმა ვიოლამ და დაიწყო ისევ იმ ტესტით საუბარი, რა ტექსტითაც სწორედ ეს რადიკალური ოპოზიცია, ომის პარტია ლაპარაკობს -კრემლი, საბჭოთა კავშირი. როდესაც არის კრიტიკა ობიექტური, ჩვენ სწორედ ამ ობიექტური კრიტიკის მიმღებები ვართ. როდესაც კრიტიკა ლობისტური ხასიათისაა და ემსახურება მათ შორის ისეთი პოლიტიკური, რადიკალური მოძრაობების მხარდაჭერას, რომლის ნარატივი და მიზანია რევოლუციების მოწყობა და პოლიტიკური პარტიები, რომელსაც უამრავი კრიმინალი აქვს ჩადენილი, ასეთ შემთხვევაში, ასეთი პოლიტიკური პარტიების და მათი პოზიციის ლობირება, ჩვენგან ყოველთვის იქნება კრიტიკის საფუძველი” – თქვა ქადაგიშვილმა.
ირაკლი კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონი “კრიმინალების მფარველობაში” დაადანაშაულა. დღეს კრამონი კობახიძის ამ განცხადებას გამოეხმაურა და Twitter-ზე დაწერა – “ვის შეუძლია, ამათი სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა”.
წყარო: accentnews.ge