როგორც სხვების სიცოცხლე გადაგირჩენიათ ხოლმე, ისე უნდა გადაარჩინოთ “მთავარი არხი” – ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, მაშინ როდესაც არხი სერიოზული კრიზისის წინაშე იდგა, არასოდეს საზოგადოებამდე ეს პრობლემა არ მიუტანიათ, მაგრამ ახლა “მთავარი არხი” დახმარებას ითხოვს.

თუ გაქვთ სურვილი, რომ გადაგვარჩინოთ, როგორც სხვების სიცოცხლე გადაგირჩენიათ ხოლმე, ისე უნდა გადაარჩინოთ “მთავარი არხი”… მადლობა წინასწარ”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.