გმირობა თუ უნდოდათ “აზოველებს”, შეეძლოთ, მაგრამ როგორც ვფიქრობდი, ისეთი ტუტუცები აღმოჩნდნენ

“აზოვსტალის” არშემდგარი გმირები, ნაცისტი “აზოველები”, მარიუპოლის ქარხნის ბუნკერებიდან მუქარებსა და მედიდურ განცხადებებს არ აკლებდნენ დონბასელ მებრძოლებს.

მათ რატომღაც ეგონათ, რომ  დონბასელი მებრძოლები და მათი მოკავშირე რუსი ჯარისკაცები არასაკმარისი ფაქტორი იყო მათ გასანადგურებლად; “აზოველები” უფრო რუსეთზე საერთაშორისო “ზეწოლის” იმედად იყვნენ და სჯეროდათ, რომ დასავლეთის, თურქეთისა და სხვათა ჩარევით, რუსები მათ “მესამე ქვეყანაში” გაუშვებდნენ.

პრინციპში, ისინი “მესამე ქვეყანაში” მაინც მოხვდნენ – მათ “საყვარელ” დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც სიკვდილით დასჯა კანონიერ ძალაშია. არაერთ “აზოველს” სწორედ ეს უმაღლესი სასჯელის ზომა ემუქრება.

მაგრამ, რაც მთავარია, “აზოველებმა” დაკარგეს “გმირობის” ხიბლი, ისინი მათ მიერვე მტრად გამოცხადებულ “სეპარებს” ანუ სეპარატისტებად მონათლულ დონბასელებსა და საძულველ რუსებს ტყვედ ჩაბარდნენ.

განსაკუთრებით ეს ეხება “აზოვის” თავკაცობას, “ვოლინა”-“კალინად” წოდებულ მეთაურებს. მათ შეეძლოთ, როგორც სამხედროებს, პირში თითო ტყვია დაეხალათ – ქრისტიანობას ისინი მაინც არ სცნობენ და წარმართულ რიტუალებს მისდევენ; მაგრამ თუ მაინცადამაინც, თვითმკვლელობაზე შეუდარებლად უკეთესი ვარიანტიც ჰქონდათ: შეესხათ ტანზე ყუმბარები, ხელში ავტომატები აეღოთ და ბრძოლის ყიჟინით გამოვარდნილიყვნენ ბოლო ბრძოლაში – ერთი რუსი მოწინააღმდეგისთვის მაინც ესროლათ, თუ ვერ მოკლავდნენ, დაეჭრათ… გმირობა არა, მაგრამ რაღაც სიმამაცე იქნებოდა ეს ამბავი. მაგრამ არა. ნაცვლად ამისა, მათ არჩიეს სამარცხვინო ტყვეობა.

სამარცხვინოა ეს ტყვეობა მათთვის, ვინაიდან ამდენს ბაქი-ბუქობდნენ. სამარცხვინოა, ვინაიდან თავად კარგად ნაკვები და მოვლილები ჩანან – გაუბედურებულ უბრალო უკრაინელ ჯარისკაცებთან შედარებით, რომლებიც “აზოვის” ნაცისტურ ელიტას არ მიეკუთვნებიან… სამარცხვინოა ასევე მათი მოლოდინი, რომ ისინი გაცვლილ იქნან ჩვეულებრივ რუს ჯარისკაც ტყვეებში და თავიანთზე არანაკლებ უსირცხვილო ცოლებს დაუბრუნდნენ, რომლებიც ახლა პრივილეგიებს კარგავენ და მთელი ქვეყანა ააწრიალეს, რომის პაპთან ვიზიტიც “ჩააწყეს”…

მოკლედ, რაც სათაურში ვთქვი, ის არის: გმირები კი არა, ტუტუცები არიან ეს თქვენი ნაცისტი “აზოველები”. იგივე – “აზოვჩმორები”.

 

გულბაათ რცხილაძე