აზოვსტალიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედროების შესახებ მონაცემები კონფიდენციალური დარჩება – წითელი ჯვარი

ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განკარგულებაში მყოფი უკრაინელი სამხედროების რაოდენობისა და პირადი მონაცემების შესახებ, კონფიდენციალური დარჩება და არ გასაჯაროვდება – ამის შესახებ ორგანიზაციის სპიკერმა, მირელა ჰოდეიბმა Ukrinform-ს განუცხადა.

“ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. ჩვენი პრიორიტეტია სამხედრო ტყვეების პატიმრობისა და მოპყრობის პირობების გადამოწმება, მათი გაუჩინარების პრევენცია და ოჯახებთან კონტაქტის შენარჩუნება“, – განაცხადა ICRC-ის წარმომადგენელმა კითხვაზე, რამდენი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაიყვანეს აზოვსტალიდან და რამდენია მათ შორის დაჭრილი.

ორგანიზაციის ცნობით, ოჯახებს, რომლებიც ეძებენ ინფორმაციას დაკარგული ნათესავების შესახებ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ICRC ცენტრალურ სამძებრო სააგენტოს ელექტრონული ფოსტით ctabureau@icrc.org, ან შესაბამის ტელეფონის ნომრებზე +41 22 730 3600 ან +380 800 300 155