“რამდენია ზელენსკის ატკატი 40 მილიარდიდან, ჯო? რა დაჯდა “აზოვის” ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც ჩაგეშალა, არტისტოვიჩ?” – ხათუნა ხოფერია

ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია:

,,უკრაინაში 3 თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების ანალიზისას მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ მრჩებოდა პოლონეთის არაადეკვატური თავგამოდება და “თავგანწირვა”.
საკვირველი იყო ასეთი “ერთგული” მხარდაჭშერა იმ ქვეყნის, რომელმაც ეროვნულ გმირად და სასახელო, მისაბაძ წინაპ;რად აღიარა სტეფან ბენდერა-ფაშისტი, მკვლელი, დაუნდობელი ჯალათი.
დიახ, ჯალათი, რომელმაც 250 000 პოლონელი ჩახოცა. მათ შორის ბავშვები,ქალები, მოხუცები.
მიკვირდა პოლონელების ეთნომეხსიერებაში წაშლილი ბოროტების, მკვლელობების, გენოციდის ფაქტები. ვერ ვხვდებოდი თუ როგორ შეძლეს ასეთი ისტორიული ფაქტის პატიება, დავიწყება, როგორ შეძლეს ეროვნული ღირსების დაკარგვა.
დღეს ყველაფერი ნათელი გახდა.
უკრაინის მასხარა პრეზიდენტმა რადაში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეებს მიანიჭებს განსაკუთრებულ სტატუსს!!!
პოლონეთის მოქალაქეს ექნება უფლება იყოს არჩეული წარმომადგენლობით ორგანოებში, დაინიშნოს მაღალ თანამდებობაზე, უხელმძღვანელოს ძალოვან სტრუქტურებს და ა.შ. ასევე, პოლონეთის პოლიცია დაიცავს ქალაქებს.
ხომ ითქვა ადრე, რომ აღარ იარსებებს საზღვარი პოლონეთსა და უკრაინას შორის. მაშინ გამეცინა. ვერ წარმოვიდგინე როგორ შეიძლებოდა ვინმეს მოეხერხებინა სახელმწიფოს გაქრობა… ახლა, აღარ მეცინება!!! არ ვიცი მორიგი ფეიკია თუ უკბილო ხუმრობა, მაგრამ ისიც ითქვა, რომ უკრაინა ევროლკავშირში როგორც პოლონეთის შემადგენელი ნაწილი ისე შევაო!
აბა, როგორ არ უნდა გავიცინო….. სიმწრით…
გაყო და გააქრო ევეროპის ოქროს ბეღელად წოდებული უკრაინა ნარკომანმა არტისტმა, მასხარა პრეზიდენტმა- ზელენსკიმ!!
ბრავო ამერიკა! ბრავო “ნატო”!
თქვენი წკუმი არ გავიგო ჩვენ ქვეყანაში! ჩვენ სახელმწიფოში! ჩვენ სამშობლოში!
რა ღირს უკრაინა, ჰანტერ?
რამდენია ზელენსკის ატკატი 40 მილიარდიდან, ჯო?
რა დაჯდა “აზოვის” ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც ჩაგეშალა, არტისტოვიჩ ?
P.S.
ვწერ ამ სტატუსს და ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ვერ ვიჯერებ, რომ სამშობლო შეიძლება გაყიდო, სამშობლოს შეიძლება უღალატო, სამშობლოსთვის სიკვდილის შანსი გქონდეს და არ მოკვდე!
ეგ როგორ?…
სამშობლო ხომ, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზე, ერთი!”