ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი გამარჯვება იზეიმა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა ჩოგბურთელმა, ამერიკელი მაქსიმ კრესი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ჩაგდებული პირველი ორი სეტის შემდეგ, ბასილაშვილმა მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. მატჩი 3 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა.

25 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკელი მაკენზ მაკდონალდის დამარცხებას შეეცდება.