“დროულად უნდა დაორგანიზდეს დიდი ეროვნული აქცია” – მიშა მშვილდაძე

ფორმულას თანადამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე:

“ადამიანების მოსმენის, შეჯერებისა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების მცდელობის შედეგად, ვფიქრობ:

1. დროულად უნდა დაორგანიზდეს დიდი ეროვნული აქცია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, სადაც იმდენი ადამიანი უნდა გამოვიდეთ, რომ ყველას, ვინც ევროკავშირში ჩვენზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ცალსახად დავანახოთ, რომ ევროპა არის ჩვენი ხალხის არჩევანი
2. ამ აქციაზევე ან პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გააკეთონ ერთიანი ეროვნული ზეპარტიული განაცხადი, სადაც ევროკავშირს მიმართავენ და პირობას დადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ სასამართლოს, პოლიტიკური მართლმსაჯულების, სიტყვის თავისუფლების, სამართლიანი არჩევნების და ყველა იმ პრობლემის ძირეულად მოსაგვარებლად, რაც ხელს უშლის ქართული დემოკრატიის გაძლიერებას და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, უნდა მოუწოდონ ევროპას, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ინტეგრაციას და მმართველი პარტიის პრობლემას ქართული დემოკრატია დაძლევს და მოაგვარებს! (თუ ისინიც გამოიყენებენ ყველა ბერკეტს ყველა არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური პირის მიმართ, მათ შორის, პერსონალურ სანქციებს)
3. სასწრაფოდ არის გასაშლელი რეგიონებში კამპანია სადაც ყველა ადამიანი, ვისაც მოუსმენენ, ყოველდღიურ რეჟიმში ესაუბრება მოქალაქეებს, რას ნიშნავს ის ისტორიული მომენტი, რომელშიც ვცხოვრობთ, და როგორ არ აქვს უფლება არცერთ ხელისუფალს ქვეყანას და ხალხს ასეთი შესაძლებლობა გაუნიავოს
4. ამ ყველაფრის ლოჯისტიკა, ფანდრაიზინგი, მარკეტინგი, აღსრულება”