“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, ჯორჯიან თაიმსის ეთერში საუბრისას, ამბობს:
ქართული ოცნების ხელისუფლების ერთადერთი მამოძრავებელი, ხელისუფლების ერთადერთი შემნარჩუნებელი არის ოპოზიცია, განსაკუთრებით ლიბერალური ოპოზიცია.
საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნდა, არ გააჩნია ღირსეული და ნორმალური საგარეო პოლიტიკური კურსი. საქართველოს ხელისუფლება არ არის არც პროამერიკული, არც პრორუსული, ის არის პროსათავისო, ზრუნავს მხოლოდ საკუთარ თავზე. დღეს საქართელოს მთელი ხელისუფლება დაკავებულია იმითი, რომ შენარჩუნებული იქნას მათი ქონებრივი მდგომარეობა.
თუ ისინი დაინახავენ უფრო დიდ საშიშროებას დასავლეთისგან, რა თქმა უნდა, ისინი დასავლეთს გაუგორებენ კოჭს, მაგრამ დღეს ისინი ყველაზე დიდი საფრთხეს, თავიანთი ქონებრივი მდგომარეობისადმი, ხედავენ რუსეთში, ამიტომ არიან რუსეთზე გაწოლილები და რუსეთის ყველა კაპრიზის შემსრულებელი.
ვიღაცა ლიბერალს უპირისპირდება ის კარგი ადამიანი ჰგონიათ, მაგრამ ჩემთვის ის, ფეესბესგან დაფინანსებული მარგინალი, რომელიც რუსის ჯარის დაკანონებას ითხოვს ქვეყანაში და სოროსელი ლიბერალი, რომელიც ეკლესიის დანგრევას ითხოვს, ერთი პოლიტიკური ნაგავია და ის ხელისუფლებაც რომელიც ამ ჯგუფებს ახალისებს და კვებავს, კიდევ უფრო უარესია.
ხელისუფლება ხშირად აპელირებს იმაზე, რომ საქართველოში არ არის საომარი ვითარება და ხელისუფლება თავის დამსახურებად ითვლის იმას, რომ დღეს არ გვაქვს საომარი ვითარება. ეს არ არის საქართველოს ხელისუფლების დამსახურება და რატომ? – რუსეთს დღეს საქართველოში დასაპყრობი არაფერი არა აქვს. რუსეთი არანაირად არ არის დაინტერესებული საქართელოში ხელისუფლების ცვლილებით. ეს არის სიმართლე.
რუსეთს აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული, მას აქვს ხელში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში გადაცემული მთელი ქართული ენერგოსისტემა, შემდეგში, არც ამ ხელისუფლებამ დააკლო და მთლიანად ქართული ეკონომიკა არის რუსეთის ხელში – მას აქვს ტურისტული მარშრუტები აქ და ამავე დროს, აქ არის ის ხელისუფლება, რომელიც ყველა კაპრიზს უსრულებს რუსებს და სხვათა შორის, არამხოლოდ რუსეთს, დასავლეთსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსეთს, აქედან გამომდინარე, რატომ უნდა იყოს რუსეთი დაინტერესებული ამ ხელიუსუფლების შეცვლით და რატომ უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოში სამხედრო ძალით შემოსვლის? როდესაც რუსეთი ისედაც აქ არის, რუსეთი ახალგორში კი არ არის, თბილისიდან 20 კილომეტრში, რუსთაველის გამზირზეცაა რუსეთი. თავისუფლების მოედანზეც…
ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, თუ სულ მალე, მიხეილ სააკაშვილით ქართული ოცნება სერიოზულად ივაჭრებს დასავლეთთან, დასავლეთიდან სერიოზულ გარანტიებს მიიღებს რიგ საკითხებზე და ამის სანაცვლოდ სააკაშვილს გაუშვებს სამკურნალოდ დასავლეთში. ეს არის უკვე გადაწყვეტილი ამბავი, ეს იცის სააკაშვილის გარემოცვამაც და საქართველოს ხელისუფლებამაც.
მარაზმად მიმაჩნია, რომ გვარამია დაპატიმრებულია იმის გამო, რომ ბავშვები სამსახურის მანქანით მიიყვანა სკოლაში. მარაზმად მიმაჩნია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია იმის გამო, რომ 5 პიჯაკი მოიპარა და იუშენკოს მექისე მიუყვანა აბანოში… თუ სააკაშვილის 5 პიჯაკის და გვარამიას სამსახურის მანქანით ბავშვების სკოლაში მიყვანის მეტი არაფერი დაუშავებიათ… რა თქმა უნდა, განსაკუთრებით გვარამიას დაჭერა აბსურდულ ხასიათს იძენს.