“დღეს პირველად შევხვდი…თუ კიდევ რამე გამაოცებდა, არ მეგონა” – რა თქვა გვარამიას მეუღლემ მისი მონახულების შემდეგ?

მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა, მას შემდეგ რაც მეუღლე მოინახულა, განაცხადა:

“დღეს პირველად შევხვდი და ამ შეხვედრამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ნიკას მიმართ გამოტანილი განაჩენი ხელისუფლებამ ნამდვილად თავის თავს გამოუტანა. მე თუ კიდევ რამე გამაოცებდა არ მეგონა, მაგრამ არის ძალიან მხნედ და ძალიან კარგად.”