სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტებს დაუშვებენ – მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა

სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტებს დაუშვებენ – მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა და პენიტენციურ სამსახურს დაავალა, დაუშვას ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან.

დაცვის მხარე ამ შუამდგომლობას დიდი ხნის განმავლობაში აყენებდა.

25 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ, კერძოდ კი პროკურატურის წარმომადგენლებმა, განაცხადეს, რომ არ ეწინააღმდეგებოდნენ დაცვის მხარის აღნიშნულ შუამდგომლობას.

ამის შემდეგ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა განაცხადა, რომ აკმაყოფილებს შუამდგომლობას.

შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას დაევალა ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტებს დაშვება „საექსპერტო კვლევის ობიექტ მიხეილ სააკაშვილთან“.

ეს სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეს ეხებოდა.

დღევანდელ პროცესი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მომდევნო სასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2 ივნისს, 12 საათზე.

მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ზურგის არეში ძლიერი ტკივილები აქვს, ხოლო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიამ დაუდგინა ხერხემალზე ტრავმა, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს ტრავმა დიდი ალბათობით გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას მიიღო.

წყარო: newposts.ge