ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ 1200 ადამიანი აწერს ხელს, რომ ლევან ბერძენიშვილს აეკრძალოს სტუდენტებთან ურთიერთობა, აი რას ფიქრობს ამ ფაქტზე ის:
1200 ადამიანი აწერს ხელს მოთხოვნას, რომ ლევან ბერძენიშვილს აეკრძალოს სტუდენტებთან ურთიერთობა.
ანუ უკვე ვიცით 1200 ადამიანი, ვისი მიშვება არც სტუდენტებთან შეიძლება, არც სკოლის მოწაფეებთან და საერთოდ ორი ბატის მწყემსობის იქით არ უნდა გაუშვა.
მაინცდამაინც ცნობილი ხალხი არაა (უფრო სწორად, საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ხალხია), მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა კარგია, რომ ასეთ ხალხს არ იცნობ.