სტოლტენბერგი – ომები ძნელად პროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება …

იენს სტოლტენბერგი – ომები ძნელად პროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება.

ომები ძნელად პროგნოზირებადია და ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პოლონურ გამოცემა ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ 2014 წლიდან ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა კანადა, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და თურქეთი გაწვრთნეს ათასობით უკრაინელი სამხედრო და მიაწოდეს მათ იარაღი, რომელიც ახლა საჭიროა ბრძოლის ველზე.

როგორც მედია იტყობინება, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ორ მთავარ ამოცანად დაასახელა უკრაინის მხარდაჭერა და ესკალაციის პრევენცია.

წყარო: newposts.ge