არაერთი ამერიკელი ექსპერტი მიიჩნევეს, რომ ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ, უკრაინასთან მიმართებაში ძალიან შეტოპეს, რითაც რუსეთი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდეს და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიეს. შეძლებენ ისინი დამუხრუჭებას? შეუძლებელი არაფერია, მაგრამ პირიქით, ისე იღვწიან, თითქოს უხორცონი და უსულონი იყვნენ, რომელთაც ბირთვული შეტაკების არ ეშინიათ. არადა, დაპირისპირებასაც აქვს საზღვარი.
ვაშინგტონის პოლიტიკა კაცობრიობას ბირთვული შეტაკებისკენ მიაქანებს, რასაც ტაშს უკრავს ევროკავშირი, ნატო, სხვა ქვეყნები — აშშ-ს თანამგზავრებად მიჩნეულნი.
მხოლოდ ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის ახლომხედველობას უნდა მიეწეროს ფინეთ-შვედეთის ნატოში სავარაუდო გაწევრება, რითაც რუსეთის უსაფრთხოების საკითხი უკვე მერამდენედ დაირღვევა. ფინეთ-შვედეთის გაწევრებით რუსეთის საზღვრები ნატოსთან 1300 კმ-ით გაიზრდება, ვიდრე დღეს არის.
რას ნიშნავს ეს, თუ არა უჭკუო ჯიბრს?! აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელების, თვით პრეზიდენტის განცხადებებიდან გამომდინარე — მათ სამომავლო ცხოვრებაში რუსეთი არ ჩანს. მათი აზრით, რუსეთი, როგორც სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს ან თუ იარსებებს, ისეთივე უნდა იყოს, როგორც სუვერენიტეტობააყრილი ნებისმიერი ევროპული ქვეყანა.
ბოლო 30 წლის ამერიკული ოცნება ნაწილობრივ ახდა — გასული საუკუნის 90-იანი წლების ელცინის რუსეთის სახით. ეს იყო, და ეს. მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. წაქცეული რუსეთის ნაცვლად აშშ-მა წელგამართული რუსეთი იხილა, როგორც მეტოქე, მოწინააღმდეგე და არა, როგორც დაჩოქილი ვასალი.
არის თუ არა აშშ-ის პოლიტიკა ნათელმხილველი? არისო, რომ გითხრათ შეცდომაში შეგიყვანთ. თქვენ მკითხავთ — ელცინის რუსეთი, აშშ-თან ჩახუტებული, განა აძლევდა თეთრ სახლს ცუდზე ფიქრის საშუალებას? მეტი რა უნდოდა ვაშინგტონს, როდესაც კრემლი ჯიბეში ჰყავდა?
რუსეთს, რომ მსგავსი პოზიცია ჰქონოდა აშშ-ი და რუს პოლიტიკოსებს, რომ თეთრი სახლის კარი ფეხით გაეღოთ, ისე, როგორც ელცინისეულ რუსეთში ამერიკელები აღებდნენ კრემლის კარს, ისეთი დამოკიდებულება იქნებოდა, როგორიც დღეს?
ამერიკელთა მიდგომა მსოფლიო საკითხებისადმი სხვაა. აქ არაფერ შუაშია შორსმჭვრეტელობა. აქ, მზაკვრული პოლიტიკაა თავში, ანუ ისეთი, რომელიც ნებისმიერ ე.წ. ამერიკის მეგობარ ქვეყანას, ყოველთვის ძირს უთხრის, თუნდაც „ძმადნაფიცობის“ დროს.
განა, თქვენთვის ცნობილი არ არის „მეგობრების“, კლინტონისა და ელცინის ხელიხელგადახვეული ვიდეო-კადრები? ან ელცინის აშშ-ს კონგრესში გამოსვლა, რომელიც მან ასე დაასრულა —„ ღმერთი ფარავდეს ამერიკას?!“
სწორედ ელცინ-კლინტონის „მეგობრობის“ დროს გააფართოვა ვაშინგტონმა ნატო აღმოსავლეთით, რითაც საფრთხე შეუქმნა „მეგობარ“ რუსეთს.
ამერიკისთვის მეგობრობა უცხო ხილია. მისთვის მთავარი ჰეგემონობაა, რომელიც მან უბრძოლველად მიიღო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. კლინტონ-ელცინის „მეგობრობა“ პარალელურ ლიანდაგს მიჰყვებოდა, რუსეთის დაშლის მატარებლის სვლასთან ერთად. ორივე პარალელურად მიექანებოდა, თუმცა „დაშლის“ მატარებელმა სისწრაფეს მოუმატა და მილიარდობით დოლარი გაიღო იმ ტერიტორიის და მისი ხალხის მოსათაფლად, წინათ საბჭოეთი რამ ერქვა და ხალხს საბჭოელები.
ამერიკამ, თავისი სიძლიერე აი აქ გამოავლინა — მთელი სიგრძე-სიგანით. სხვას ვერაფერს ვიტყვით იმ აღმზრდელობითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ამერიკამ უკრაინაში განახორციელა. შედეგი? გადაგვარებული უკრაინელი, იგივე რუსი, ოღონდ ნაცისტი, ჰიტლერის მოტრფიალე, რუსისა და რუსეთის მტერი.
და ყველაფერი ეს, თითზე ჩამოსათვლელ წლეებში. აშშ-ი ყოველთვის საკუთარი პოზიციების გაუმჯობესებისთვის იღვწის. ავიღოთ თუნდაც უკრაინასთან ყბადაღებული „ლენდ-ლიზი“, რომელსაც ბაიდენმა ხელი 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მოაწერა — კანონი, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ს დახმარებას „დემოკრატი“ უკრაინისთვის. არადა, თუ როგორი დემოკრატია ნეოფაშიზმით გაჯერებული თანამედროვე უკრაინა, აშშ-ს პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა უკეთ უნდა იცოდნენ.
აშშ-ს ადმინისტრაციის ლოგიკა ასეთია, ფაშისტური ქვეყანა თუ უპირისპირდება აშშ-ს მეტოქე რუსეთს, ფაშისტური არ არის. ის დემოკრატი, სუვერენული ქვეყანაა — საკუთარი თავისუფლებისთვის მებრძოლი.
„ლენდ-ლიზის“ შესახებ კარგად იცოდა იმ ხალხმა, ვისაც საბჭოთა კავშირში გასული საუკუნის 40-იან წლებში მოუწია ცხოვრება, რაც შეეხება ახალგაზრდებს — არაფერი იციან ამის თაობაზე. ინგლისური სიტყვა lend — სესხს ნიშნავს, lease — გაქირავებას.
ამ კანონს ოფიციალურად ასეთი სახელი აქვს: „აშშ-ს დაცვის უზრუნველყოფის კანონი“. კანონი 1941 წლის 11 მარტს მიიღო აშშ-ს კონგრესმა. კანონი ითვალისწინებდა აშშ-ს მიერ ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირე სახელმწიფოებისთვის იარაღის, სამოქალაქო დანიშნულების ქონების, კვების პროდუქტების, ნედლეულის, ენერგომატარებლების, მედიკამენტების, სხვა საქონლის მიწოდებას.
მედიკამენტები, ტანსაცმელი, კვების პროდუქტები ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა. სხვა საქონელი ასანაზღაურებელი იყო. რაც შეეხება სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულების ქონებას — დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში არსებულს, ომის დამთავრების შემდეგ აშშ-ს უნდა დაბრუნებოდა.
„ლენდ-ლიზი“ შეეხო დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს. სსრკ-სთან „ლენდ-ლიზის“ ოქმს 1941 წლის 1 ოქტომბერს მოეწერა ხელი. საბჭოთა კავშირმა 1941-45 წლებში მიიღო „ლენდ-ლიზის“ დახმარება, რომელიც 9,4 მილიარდი დოლარის ექვივალენტური იყო. აქედან, იარაღზე 41,15% მოდიოდა, ტრანსპორტირებასთან ერთად ამან 11,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ომის დამთავრების შემდეგ აშშ-ა სსრკ-ს წარუდგინა ანგარიში 2,6 მილიარდ დოლარზე.
მოსკოვს ვალის გადახდის თავი არ ჰქონდა. დაიწყო მხარეთა მოლაპარაკება, რომელიც გაიწელა „ცივი ომის“ დაწყების გამო, შემდეგ საერთოდ შეწყდა. მხოლოდ 1972 წელს მოეწერა ხელი მხარეთა შეთანხმებას, ვალის დაბრუნების თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით, საბჭოთა მხარეს 2001 წლის ბოლომდე უნდა გადაეხადა 722 მილიონი დოლარი, მაგრამ ესეც ვერ განხორციელდა ორ ქვეყანას შორის გაუარესებული ურთიერთობების გამო. მხოლოდ 2006 წელს მოხდა „ლენდ-ლიზის“ ვალის დაბრუნება საბჭოეთის მემკვიდრის, რუსეთის მიერ.
საბჭოთა კავშირთან გაფორმებული „ლენდ-ლიზის“ ხელშეკრულების შემდეგ ახალი „ლენდ-ლიზი“ გამოჩნდა ამერიკულ პოლიტიკურ სცენაზე. ა.წ. 19 იანვარს რესპუბლიკელმა სენატორმა, ტეხასის შტატიდან ჯონ კორნინმა სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის განსახილველად შეიტანა დოკუმენტი: „აშშ-ს პრეზიდენტისთვის ფართო უფლებამოსილების მინიჭება, უკრაინის ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმებისას მისთვის თავდაცვის საშუალებების ან არენდის გადაცემისთვის, რუსეთის სამხედრო აგრესიისგან უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად“.
უკრაინის „ლენდ-ლიზი“ გულისხმობს სამხედრო და სამოქალაქო ქონების მიწოდებას. აქტი ითვალისწინებს ბიუროკრატიული პროცედურების დაჩქარებას, რათა უკრაინის სამხედროებმა სწრაფად მიიღონ შეიარაღება და არა მარტო მათ, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმაც, თუკი მათ ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთი დაემუქრება.
რუსი სამხედროების განმარტებით: „უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ბიზნეს-პროექტია, ვინაიდან მას აძლევენ ძველს და ამერიკისთვის არასაჭიროს. გარდა ამისა, მოხდება აშშ-ს არმიის შეიარაღების განახლება ახალი იარაღით“.
ლონდონის სამეფო კოლეჯის საერთაშორისო ისტორიის პროფესორი ჩარლი ლადერმანი ასეთ შეფასებას აძლევს ამერიკელთა გადაწყვეტილებას: „ჰიტლერისთვის „ლენდ-ლიზის“ კანონი აღიქმებოდა ამერიკის მხრიდან ომში ჩართვად. პუტინს შეუძლია ჩათვალოს უკრაინის „ლენდ-ლიზი“, როგორც ამერიკის ომში ჩართვა, თუნდაც ოფიციალურად ომის გამოუცხადებლად. პირველი „ლენდ-ლიზი“ მიმართული იყო ფაშიზმის წინააღმდეგ. მეორე — ეხმარება ფაშიზმს“.
„ლენდ-ლიზის“ მიერ გამოყოფილი თანხები — 6 მილიარდზე მეტი ჩაერიცხება აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, „ჯაველინებისა“ და სხვა სახის იარაღის დასამზადებლად. 7 მილიარდი განსაზღვრულია ასევე აშშ-ს მრეწველობისთვის, რომელიც უკრაინაში გასაგზავნ სხვადასხვა სახის სამოქალაქო პროდუქციას დაამზადებს. დანარჩენი თანხებიც ისეა განაწილებული, რომ დაასაქმოს აშშ-ს ეკონომიკა, უკრაინისთვის საჭირო საქონლის დასამზადებლად.
თანხის არცთუ უმნიშვნელო რაოდენობა უკრაინამდე ჩააღწევს და მას უკრაინის ხელისუფლება „დანიშნულებისამებრ“ გამოიყენებს, რაშიც ეჭვი არავის ეპარება. უკრაინის ყველა ხელისუფლება, განსაკუთრებით ზელენსკის, კლეპტომანიით იყო და არის დაავადებული. თუმცა ამ ავადმყოფობით ამერიკელებიც გამოირჩევიან, რის შესახებაც არაერთხელ უთქვამთ საჯაროდ ამერიკელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს. რა გაეწყობა, ასეთია ამერიკული პოლიტიკური ცხოვრება, სადაც ლობიზმი კანონიერია.
ა.წ. 4-5 მაისს ზელენსკის ბუნკერში დიდ ღრეობას ჰქონდა ადგილი — ზელენსკის გუნდის ზოგიერთი წევრის გამილიარდერებასთან დაკავშირებით. მათ შორისაა ჩვენთვის ცნობილი არახამია, რომელსაც 1,6 მილიარდი დოლარი „დაუგროვებია“. ასე იცის ომმა — ზოგისთვის ტრაგედია, ზოგისთვის — უზომო გამდიდრება.
„ლენდ-ლიზით“ გათვალისწინებული თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ამერიკელ და უკრაინელ პოლიტიკოსთა ჯიბეებში აღმოჩნდება, ფაქტია, თანაც ისეთი, ყველამ რომ იცის, მაგრამ ყველა რომ გაგებით ეკიდება.
და როდესაც ფულზეა ლაპარაკი, მშვიდობის თემა უკანა პლანზე იწევს, მით უმეტეს, როდესაც ყველაფერთან ერთად რუსეთის დაჩოქების გეგმაა დასახული მთავარ მიზნად. მერე რა, რომ აშშ-ი ბენზინის ფასები კატასტროფულად გაზრდილია, სუპერმარკეტების დახლები ცარიელი, არნახული ინფლაციაა. ანალოგიურია აშშ-ს მოკავშირე ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკურ-სოციალური სურათიც.
ვიქნებით სიცივეში, ავიტანთ დაბალხარისხიან კვების პროდუქტებს, გადაადილებისთვის არ გამოვიყენებთ საკუთარ ავტომობილებს, არ მივიღებთ სიამოვნებას აბაზანის ცხელი ჭავლით, … რუსეთის ჯიბრზე.
24 თებერვლიდან დღემდე ცოტა ხანია გასული — სრულიად არასაკმარისი რუსთა ტოტალური სიძულვილისთვის. ნუთუ, არასრული 3 თვის განმავლობაში შეიძლება ქვეყნის, ხალხის ისე შეძულება, რომ გაგება, დანახვაც არ გინდოდეს?!
რა წამალია ასეთი, ადამიანებში, სხვა ადამიანთა სწრაფ სიძულვილს რომ იწვევს და არა მარტო, არამედ ყოველივე მნიშვნელოვანს — კაცობრიობისთვის აუცილებელსა და მისაღებს, რომელიც ამ ადამიანებმა შექმნეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში?
ამ წამალს ყალბი პროპაგანდა ჰქვია. ფარმაცევტი — აშშ-ია, უფრო სწორად ანგლოსაქსები. არაერთი ამერიკელ-ბრიტანელი მუშაობდა და მუშაობს ყალბი ისტორიების გამოგონებასა და გავრცელებაში.
პროპაგანდის ყალბი აბები აყლაპეს ევროპის ქვეყნებს, მათ შორის ფინეთ-შვედეთს, განსაკუთრებით უკრაინას. ეს უკანასკნელი ისე გადააქანეს, გონება დააკარგვინეს, რომ თავისავე სისხლსა და ხორცს დაატაკეს. დაარწმუნეს რა იმაში, რომ უკრაინელი მაღალი რასის წარმომადგენელი, დაბალი განვითარების რუსს ზემოდან უნდა უყურებდეს; მონებად უნდა ჰყავდეს; წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, იოლად გაისტუმროს იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან.
ომობს ორი ერთმანეთში — ერთ ენაზე მოლაპარაკე, იდენტური გარეგნობის, რუსული მენტალიტეტის მქონე, თუმცა ასეთი, ნაწილს შემორჩა, ნაწილს უკვე ნაცისტური აზროვნება აქვს. მიუხედავად ამისა უცხოელისთვის ორივე ერთია. თმის და კანის ფერიც ერთი აქვთ, მიხვრა-მოხვრაც ერთნაირი — დააკვირდები, მათ ლაპარაკს მოისმენ და უმალ მიხვდები ერთს — რა რაოდენობის გადასაგვარებელი წამალი აქვს მიღებული. წამალი, რომელმაც მტრობა, დაპირისპირება, ვერბალური ომი გამოიწვია, შემდეგ ნამდვილი — „ცხელი ომი“.
ჰამლეტ ჭიპაშვილი