ჰანტერ ბაიდენმა უკრაინაში 2013-დან 2018-მდე კორუფციული სქემებით 11 მილიონი დოლარი იშოვა

ჰანტერ ბაიდენის კომპანიამ უკრაინაში 2013 წლიდან 2018 წლამდე კორუფციული სქემებით დაახლოებით 11 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვაჟის ჰანტერ ბაიდენის კომპანიამ უკრაინაში 2013 წლიდან 2018 წლამდე კორუფციული სქემებით დაახლოებით 11 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

კორუფციული სქემების შესახებ ანგარიში, 19 მაისს, NBC News-მა გამოაქვეყნა.

გამოცემის სპეციალისტებმა გააანალიზეს ბაიდენ უმცროსის ლეპტოპიდან და სენატის მიერ ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გამოქვეყნებული დოკუმენტების ასლი. იმ დროს პრეზიდენტის ვაჟი უკრაინული გაზის კომპანია Burisma-ს დირექტორთა საბჭოს წევრი იყო, რომელიც ჩინეთთან მუშაობდა. ჰანტერი, სავარაუდოდ, მოქმედებდა კომპანიის კონსულტანტად ჩინეთთან თანამშრომლობის საკითხებში, მაგრამ დოკუმენტებში მისი რეალური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ არის. ამასთან, ცნობილია, რომ პრეზიდენტის შვილს საქმიანი და ფინანსური კონტაქტები ჰქონდა ჩინელ ბიზნესმენ იე ჯიანმინგთან, რომელიც ჩინეთში კორუფციასა და ეკონომიკურ დანაშაულში დაადანაშაულეს და დააკავეს. გამოცემამ ასევე შეიტყო ჰანტერ ბაიდენის დიდი ხარჯების შესახებ, რაც აშკარად არ შეესაბამება მის რეალურ დეკლარირებულ შემოსავალს. ინფორმაცია შესაძლო კორუფციული სქემების შესახებ ადრეც იყო გავრცელებული, მაგრამ 2019 წელს FBI-მ უარი თქვა მის შესწავლაზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ვითარება შესაძლოა შემოდგომაზე შეიცვალოს, იმ შემთხვევაში თუ წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ და უმრავლესობას მოიპოვებენ.
ისინი მოითხოვენ გამოძიების დაწყებას.

წყარო: infoanalytical.ge