ნიკა წულუკიძე – “გადარჩენისთვის ყველა თქვენგანს მადლობა!”

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძე მის ოჯახ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ეთერს და­უბ­რუნ­და. მან მა­ყუ­რე­ბელს ემო­ცი­უ­რი ტექ­სტით მი­მარ­თა.

“მე ვი­წყებ ისევ გა­და­ცე­მას. ჩემ­თვის ეს არის გან­ცდა, თით­ქოს პირ­ვე­ლად გხვდე­ბით. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ჩემ­თვის, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და მი­მე­ცა მა­გა­ლი­თი ჩემი ოჯა­ხის­თვის, რომ მა­თაც გა­აგ­რძე­ლონ ცხოვ­რე­ბა. რთუ­ლია, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რომ გა­დავ­რჩეთ. ამ გა­დარ­ჩე­ნის­თვის მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს.

ისე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, იმე­დი და ძალა ვიგ­რძე­ნი, რომ არ შე­მეძ­ლო არ გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ღმერ­თს ვთხოვ, მომ­ცეს ძალა, რომ გა­და­გი­ხა­დოთ ის თა­ნად­გო­მა, რო­მე­ლიც ჩემი ოჯა­ხის­თვის რთულ დღე­ებ­ში გა­მო­ი­ჩი­ნეთ”, – აღ­ნიშ­ნა წუ­ლუ­კი­ძემ.

ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძის ოჯახ­ში უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მისი 2 წლის შვი­ლი მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და და­ი­ღუ­პა.

ამბები