პირველ რიგში ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება

პირველ რიგში ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.

ორი ქვეყნის ურთიერთობებში საქართველოს გააჩნია, ყველაზე დიდი პრაგმატული ინტერესები.

კარგად უნდა გვესმოდეს რუსული ბაზრის და ენერგომატარებლების მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.

რუსეთიდან ქართული პროდუქციის იმპორტმა 2021 წელს მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

რუსეთში მარტო ღვინო იყიდება ყოველწლიურად თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობით. საქართველო ყიდულობს რუსულ ნავთობპროდუქტებს, ხორბალს, მზესუმზირის ზეთს. 2021 წელს საქართველოს 213 000 რუსი ტურისტი ეწვია.

2021 – 2022 წლებში საქართველომ ტურიზმით 3 მილიარდი დოლარი მიიღო.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთში მცხოვრები ქართველების მიერ განხორციელებული გადმორიცხვები, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

ბოლო რვა წლის განმავლობაში კი საქართველომ რუსეთიდან 12 მილიარდი დოლარი მიიღო.
ბუნებრივია, ჩვენს ინტერესებში არ უნდა შედიოდეს ამ ყველაფრის დაკარგვა.

ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ყველაფერს ვაკეთებდეთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს “ქართულ / რუსული” ეკონომიკური, კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობები.

წყარო: infoanalytical.ge