ყველა პროექტს, რაც შემოტანილი იყო მერიის მხრიდან და მორგებულია რუსთავის მოსახლეობის საჭიროებებზე, აქვს საკრებულოს მხარდაჭერა, თუ ეს პროექტები წარმოდგენილია კომპეტენტურად, – აცხადებს რუსთავის საკრებულოს წევრი „ნაცმოძრაობიდან“ ალექსანდრე ბერიძე.
„ყველა პროექტს, რაც შემოტანილი იყო მერიის მხრიდან და მორგებულია რუსთავის მოსახლეობის საჭიროებებზე, აქვს საკრებულოს მხარდაჭერა, თუ ეს პროექტები წარმოდგენილია კომპეტენტურად. ისეთ საკითხებზე, სადაც არც კომპეტენცია ჰყოფნით და არც ქალაქის მიმართ დამოკიდებულება, ელემენტარული სტატისტიკა არ იციან, ასეთ პროექტებს ბრმა მხარდაჭერა არ ექნება“, – აცხადებს ბერიძე.
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა რუსთაველებისთვის მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებას უარი უთხრეს.
“იმედინიუსი”