ამერიკელი პოლიციელების სიმხდალე და რუსი “გაიშნიკის” გმირობა – გახსენება ტეხასში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე

ტეხასის ტრაგედიის ფონზე, სადაც ორი დღის წინ, 18 წლის სალვადორ რამოსმა იუვალდსკაიას დაწყებით სკოლაში ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, მინდა გავიხსენო უმცროსი ლეიტენანტი კონსტანტინ კალინინის ქმედება, ქალაქ პერმიდან.

NY Post-ის ცნობით, პოლიცია ქალაქ უვალდეში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იდგა სკოლის ღობესთან და ვერ ბედავდა შიგნით შესვლას, ამ დროს კი თავდამსხმელი ბავშვებს ესროდა. ამ ვითარებით გაგიჟებული მშობლები შეეცადნენ საპოლიციო კორდონის გარღვევას…

საბოლოოდ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც საზღვრის დაცვის სპეცრაზმის მოვიდა და ნაპოვნი იქნა ოფისის გასაღები, სკოლაში პოლიცია შევიდა და მსროლელი გაანეიტრალა. ტეხასის უშიშროების დეპარტამენტის ოფიცერმა თავისი კოლეგების უმოქმედობა გაამართლა გამაოგნებელი სიტყვებით: “შესაძლებელი იყო, რომ მათ ტყვია მოხვედროდათ“.

ასეთია “ცივილიზებული სამყარო”, ესაა მათი “ფასეულობები” – ჯერ საკუთარი თავი და, სხვისი პრობლემა, თუნდაც ეს სხვა ბავშვი, სკოლის მოსწავლე იყოს, ფეხებზეც შეიძლება, დაიკიდო! ეს პოლიციელებს არ ჩაეთვალათ მოვალეობის არშესრულებაში!

შედარებისთვის: როდესაც რუსეთში, პერმის უნივერსიტეტში მოხდა მსგავსი უბედურება, თავმდამსხმელი მხოლოდ ორმა პოლიციელმა შეაჩერა. სანამ უფროსი ლეიტენანტი ვლადიმირ მაკაროვი აწყობდა ევაკუაციას, უმცროსი ლეიტენანტი კონსტანტინ კალინინი შევიდა უნივერსიტეტის შენობაში და გაანეიტრალა შეიარაღებული თავდამსხმელი. კონსტანტინ კალინინი (მაღლა სურათზე – მარჯვნივ) – საგზაო პოლიციის უბრალო თანამშრომელი, ძველებურად – “გაიშნიკი”, არავითარი სპეცრაზმელი!

ტეხასის ტრაგედიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, პერმის ტრაგედიამ – 6.

ასე გააუვნებელჰყო ორმა “გაიშნიკმა”, კ. კალინინმა და ვლ. მაკაროვმა შარშან, 2021 წელს, პერმის უნივერსიტეტის მკვლელი: წყარო.

ტელეგრამ-არხი “Военный осведомитель”