უკრაინული უშიშროების დაკვეთით, ბლოგერ-არტისტმა დავით ქაცარავამ ფეიკ-ფილმი გადაიღო

ქართველი ბლოგერი, არტისტი და ე. წ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც ცნობილია იმით, რომ ერთხელ გამყოფ ხაზთან ახლოს სოფელ ატოცში რუს მესაზღვრეებს შიშველი უკანალი აჩვენა, ცოტა ხნის წინ უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა, სადაც ყალბი მასალა შეაგროვა თავისი ფილმისთვის.

ფილმის ჩვენებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

ჩვენ შეგვიძლია მარტო ვივარაუდოთ, თუ რაზე იქნება ამ „ნიჭიერ“ ტრაწიანოს ფილმი, რადგან ცოტა ხნის წინ ქაცარავა ქართულ-ოსური გამყოფი ხაზის გასწრივ დარბოდა, რაღაც ფოტოებს იღებდა და ფეიკებს აქვეყნებდა, რომ სადღაც, გამყოფ ხაზთან, “ოკუპანტების” თვითმფრინავი (ან ვერტმფრენი) დაფიქსირებულიყო, იმ იმედით, რომ რუსი სამხედროები მის სახელს თავიანთ ცნობებში მოიხსენიებენ. მაგრამ არა, ქაცარავას შიშველი უკანალი აღარ არის ტრენდში, თუმცა მისი უკრაინელი კოლეგა არესტოვიჩი ამით აუცილებლად დაინტერესდებოდა.

ზოგადად აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ამერიკელი პარტნიორები ცუდ საქმეებში ძირითადად, მსახიობებს იყენებენ. უკრაინაში ეს არიან ზელენსკი, არესტოვიჩი, თითქმის მთელი უკრაინული ადმინისტრაცია. და საქართველოში ქაცარავაა. სხვათა შორის, ერთ-ერთ ფილმში ქაცარავა თამაშობს გმირს, სახელად „შუშის რემბო“.

კარგი, დაე იყოს, მოდით პირდაპირ გადავიდეთ ახალი თრილერის პრემიერაზე. თვითმხილველების თქმით, ფილმი სბუ-ს შუამავლობით ბუჩასა, გოსტომელისა და აზოვსტალში განვითარებულ მოვლენებზეა გადაღებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ შიშველი უკანალების მოყვარული ქაცარავას “ნატოს სტანდარტების” ფილმი სავსე იქნება ე. წ. ფეიკებით ანუ ქართულად – სიყალბით, რომლებზეც მხოლოდ უმეცარი მოქალაქე შეიძლება წამოეგოს (სამწუხაროდ, ასეთი უმეცრები არც ისე ცოტანი გვყვანან!).