მთავარი > ახალი ამბები > ღარიბაშვილი, კობახიძე და ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს” – ვაშაძე
ღარიბაშვილი, კობახიძე და ივანიშვილი ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს” – ვაშაძე
30.05.2022 15:23
“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.
“ჩვენ თუ ნაბიჯი არ გადავდგით, თავისთავად არაფერი ჩამოვარდება ციდან. ირაკლი კობახიძე ისევ თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მოსამართლეებს აშანტაჟებენ. ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება რომ მოხდეს, არც ირაკლი კობახიძეს, არც ირაკლი ღარიბაშვილს, მით უმეტეს, არც ბიძინა ივანიშვილს არავინ აპატიებს, არც საქართველოს საზოგადოება და არც ჩვენი მომავალი თაობები აპატიებენ. უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.
ხელს ვადებ ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ფიქრობენ, რომ ნაბიჯების ის კომპოზიცია, რაც ერთი თვის განმავლობაში გადადგეს, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ევროკავშირმა გვითხრას უარი. შესაბამისად, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები“,
ის ასევე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლის კობახიძის განცხადებას, რომ პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე რა უნდა ითქვას და რა არ უნდა ითქვას და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ ჯერ ოპოზიციას უნდა მოუხადოს ბოდიში და შემდეგ სალომე ზურაბიშვილსაც.
“კობახიძემ ჯერ ოპოზიციას უნდა მოგვიხადოს ბოდიში, როცა მან ოპოზიციას დააბრალა კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით აგიტაცია, არანაირი მტკიცებულება არ მოუტანია. ასეთი ბოდიშები ბევრი დაუგროვდება. დადგება დრო, რომ კობახიძე საჯაროდ ბოდიშს მეც მომიხდის და პრეზიდენტსაც მოუხდის. ასეთი ადამიანები საქართველოს ისტორიას უნახავს პოლიტიკური ასპარეზიდან ისე გამქრალნი, რომ არავის გაუგია მათ შესახებ. ოღონდ, ვიდრე კობახიძე გაქრება, ბევრი ბოდიშის მოხდა მოუწევს“