„ჭკვიანმა ლიზ ტრასმა იცის უკრაინაში „მონღოლთა და თათრების“ შემოჭრის შესახებ, მაგრამ არ იცის ნატოს მიერ ურანის გამოყენებით  ბელგრადის დაბომბვის შესახებ?“ – მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის განცხადებას გამოეხმაურა.

„ისტორიისა და გეოგრაფიის მცოდნის, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, ლიზ ტრასის ბალკანეთში ვიზიტის დროს, მან მოუწოდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინის მოსახლეობას, არ ენდონ რუსეთს, რომელსაც „საზიანო გავლენა აქვს“ ამ რეგიონზე. შეგახსენებთ, 1999 წელს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა დაბომბა იუგოსლავია ურანის გამოყენებით. ჭკვიანმა ლიზ ტრასმა იცის უკრაინაში „მონღოლთა და თათრების“ შემოჭრა, მაგრამ არ იცის ნატოს მიერ ბელგრადის დაბომბვის შესახებ?“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.