სლოვაკეთის პრემიერი – სახელმწიფოებში, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, ევროკავშირის ღირებულებები უნდა იყოს დანერგილი, ბევრი რეფორმა უნდა იყოს გატარებული.
ჩვენ მხარს ვუჭერთ კანდიდატის სტატუსს უკრაინისა და ასევე, სხვა ქვეყნებისთვისაც, თუმცა ფაქტია, რომ ყველა ქვეყანამ უნდა აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია წევრობის მსურველი ქვეყნების ქმედებებზე, შეასრულონ განსაზღვრული მოთხოვნები.
– “რასაც ახლა უკრაინული მხარისგან ვხედავთ, ეს არის ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების დიდი მცდელობა. თავის მხრივ, ევროკომისია და ევროკავშირის წევრებიც ცდილობენ, დაეხმარონ კანდიდატის მსურველ სახელმწიფოებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ყველაფერი დამოკიდებულია წევრობის მსურველი ქვეყნების ქმედებებზე, შეასრულონ განსაზღვრული მოთხოვნები. გასათვალისწინებელია, რომ იმ სახელმწიფოებში, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, ევროკავშირის ღირებულებები უნდა იყოს დანერგილი, ბევრი რეფორმა უნდა იყოს გატარებული. სლოვაკეთმა წლების წინ იგივე გზა გაიარა, ბევრი გამოცდილება დავაგროვეთ და მზად ვართ იმავე პროცესის გავლაში სხვა ქვეყნებსაც დავეხმაროთ“ – განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.
წყარო: accentnews.ge