გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებაზე „ლელოს“ მოწოდება არასერიოზულია.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია არასერიოზულს უწოდებს შარლ მიშელის შეთანხმებაში დაბრუნებაზე „ლელოს“ მოწოდებას.
ბოკერიას თქმით, საპარლამენტო ოპოზიციას და „ლელოს“ აქვთ ილუზია, რომ ივანიშვილის პირობებში შესაძლებელია ქვეყნის ტრანსფორმაცია.
„უკიდურეს შემთხვევაში, ეს არის უკიდურესი გულუბრყვილობა. ამ დოკუმენტიდან პრაქტიკულად არაფერი დარჩენილი არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ საპარლამენტო ოპოზიციას და „ლელოს“ აქვთ ილუზია, ივანიშვილის პირობებში შესაძლებელია ქვეყნის ტრანსფორმაცია. ამისკენ მოუწოდებენ, თუ ხელს რომ მოაწერენ, შემდეგ ვერ გადააგდებენ ყველას, როცა საჭირო იქნება. სრული არასერიოზულობაა ეს მოწოდება. ამის ნაცვლად, ჩვენ ყველა მოქალაქეს ავუხსნათ, მათამდე მივიტანოთ სიმართლე, რომ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წრეში, ქვეყანას არ აქვს შანსი თავისუფლების დაცვის, უსაფრთხოების მიღების. ეს არის, რასაც უნდა მივაღწიოთ და არა მოვატყუოთ თავი და საზოგადოება“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას.
წყარო: 1tv.ge