თბილისის ვიცე-მერი ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ვიცე-მერი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ თბილისის მერიასა და შსს-ში დაუდასტურეს.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

ილია ელოშვილი, რომელიც წლების განმავლობაში კერძო სექტორში საქმიანობდა, 2012 წლიდან ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის მოადგილე იყო;

2016-17 წლებში ის თავად გახდა მინისტრი, 2017 წლიდან კი თბილისის მერის, კახი კალაძის მოადგილე იყო