გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ ივნისს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიაჩელის და ახვლედიანის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), თავისუფლების მოედნის, ასათიანის, ძმები ზუბალაშვილების, ზურაბ ჟვანიას, შევჩენკოს და ლესია უკრაინკას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სიხარულიძის და ბარამიძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხიზამბარელის, შენგელიას, გობრონიძის და ბრონშტეინის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, სამგორის ჩიხის, დოდაშვილის, ნადარეიშვილის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ) და სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.